გაცნობებთ, რომ 2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia” ჩატარდება!
კონგრესის ფარგლებში, მოეწყობა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვებიან.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით ტარდება. ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი, მიზნად ისახავს არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ - ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებას.
მხარდამჭერები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration Basque Culinary Center Mantala.eus გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია • City hall of Gurjaani Municipality
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი