დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
18 და 19 მაისს თბილისში, Radisson RED-ის ორგანიზებით, მასშტაბური ღვინისა და გასტრონომიული ფესტივალი - Wine Vibes Fest გაიმართება

18 და 19 მაისს თბილისში, Radisson RED-ის ორგანიზებით, მასშტაბური ღვინისა და გასტრონომიული ფესტივალი - Wine Vibes Fest გაიმართება

12-04-2024 11:16:00

ღონისძიების მიზანი ექსკლუზიური ქართული ღვინოებისა და ფართო აუდიტორიისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი უნიკალური ქართული კერძების პოპულარიზაციაა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც შეფ ლევან ჩხეიძის ინტერპრეტაციით მომზადდება.

სასტუმროს ეზოში ნატურალური ღვინის მწარმოებელი ათამდე მარანი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც მოსულ სტუმრებს ღვინის დეგუსტაციას შესთავაზებენ. გარდა ამისა, დამსწრე აუდიტორიისთვის გაიშლება უნიკალური ქართული კერძების ულიმიტო მაგიდა. წარმოდგენილი იქნება  გამორჩეული ქართული დესერტებიც.

ფესტივალს მუსიკალურად ყველასთვის საყვარელი თამადა, DJ ჰავერდი და ბაჩო ჯიქიძისა და ესთეტი ბიჭების ბენდი გააფორმებენ. გაიმართება პრიზების გათამაშებაც.

ფესტივალის მეორე დღე უმეტესწილად საგანმანათლებლო ხასიათის იქნება. გაიმართება ქართული სამზარეულოს, ღვინისა და კოქტეილის მასტერკლასები და დაგემოვნება.

„რედისონ რედი“ არის პირველი სასტუმრო საქართველოში, რომელიც ამ მასშტაბის ღონისძიებას მართავს, სადაც აქცენტი არა მხოლოდ ღვინოსა და გასტრონომიაზე, არამედ მუსიკაზე, გართობასა და ადამიანებს შორის ურთიერთობაზე კეთდება, რასაც ჩვენი ბრენდის ღირებულებებიც ითვალისწინებს“ - ამბობს „რედისონ რედ თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ბესო გოგინავა.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ, ვებ-გვერდზე: tkt.ge/WineVibesFest

111 ნომრიანი სასტუმრო „რედისონ რედი“ თბილისში გასული წლის სექტემბერში გაიხსნა. იგი აღმოსავლეთ ევროპაში Radisson RED ბრენდის პირველი სასტუმროა. კრეატიული კონცეფციის გზით იგი სტუმრებისთვის განსხვავებული გამოცდილების შეთავაზებაზეა ორიენტირებული. სასტუმროს შემადგენლობაში შედის უკვე პოპულარული რესტორანი და კაფე „ფოსტა“ და ულამაზესი ეზო, რომელიც მოსულ სტუმრებს დაუვიწყარ კულინარიულ გამოცდილებასა და მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს.

სასტუმროს აქვს სამი შეხვედრების ოთახი და სპორტული დარბაზი. Radisson RED Tbilisi აღმაშენებლის 44 ნომერში, საქართველოს ფოსტის ისტორიულ შენობაში მდებარეობს.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები