დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
15 და 16 ივლისს გუდაურის დალაგების დღეები იმართება - ტრანსპორტირება უფასოა

15 და 16 ივლისს გუდაურის დალაგების დღეები იმართება - ტრანსპორტირება უფასოა

13-07-2023 11:23:21

თუ გუდაურის დალაგების სურვილი გაქვს ამის შესაძლებლობა 15-16 ივლის გეძლევა. M.T.A Gudauri-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, გუდაურში ტრანსპორტირებას და პირიქით აქციის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ. 

„შემოგვიერთდით გუდაურის დალაგების დღეებზე - 15 და 16 ივლისს. თბილისიდან გუდაურამდე და უკან ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია:

შეკრება - 15 ივლისი, 07:30 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან.

დაბრუნება - 16 ივლისი; გუდაურიდან დაბრუნების საათი შეთანხმდება ყველა რეგისტრირებულ მონაწილესთან ინდივიდუალურად

მთის დასალაგებლად იქონიეთ: მყარძირიანი დახურული ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი კრემი და მზის სათვალე. დალაგებისთვის საჭირო ეკიპირება ადგილზე დაგხვდებათ

დალაგებას ვიწყებთ 11:00 საათზე - ვიკრიბებით გუდაურში, საბაგირო #სოლიკოსთან

ორგანიზატორები და პარტნიორები: Sadagi • სადაგი M.T.A. Mountain Trails Agency

DRUNK CHERRY, MARCO POLO, MOUNTAIN RESORT BUSINESS ASSOCIATION, Vitamin Gudauri, Best Western, Good host, Gudauri inn, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, Ski gudauri, Quadrum Ski and Yoga Resort, KM apartments, ორგანიზაცია „ახალი თაობა“ Tene - ტენე“, აღნიშნულია M.T.A Gudauri-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები