დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
10 ყველაზე პერსპექტიული ლიდერი საქართველოში -  თეგეტას აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა Asia Business Outlook-ის რეიტინგში

10 ყველაზე პერსპექტიული ლიდერი საქართველოში - თეგეტას აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა Asia Business Outlook-ის რეიტინგში

17-07-2024 11:28:00

„ვახტანგ კაჭარავა - სტრატეგიული ლიდერი ავტოინდუსტრიის სადავეებთან“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო გამოცემა „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის შესახებ. ავტორიტეტული მედია ვახტანგ კაჭარავას განვლილ პროფესიულ გზაზე წერს, რომელიც გაყიდვების მენეჯერის პოზიციით დაიწყო და ფინანსურ და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით გაგრძელდა. რაც შეეხება აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, ის კომპანიას სათავეში პანდემიის დროს  ჩაუდგა. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, სირთულეების გადალახვა გუნდთან ერთად შეძლო.

Asia Business Outlook „თეგეტა ჰოლდინგს“ ქართული ავტოინდუსტრიის ევოლუციის ქვაკუთხედს უწოდებს. კომპანია, რომლის ისტორიაც 1995 წელს დაიწყო, საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს აერთიანებს. აქ ერთ სივრცეშია შესაძლებელი  მსუბუქი ავტომობილის, სატვირთო და სამშენებლო ტექნიკის სერვისების მიღება. ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობა. პროცესი კი ერთი ფანჯრის პრინციპით, მარტივად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.

საერთაშორისო გამოცემასთან ინტერვიუში ვახტანგ კაჭარავა აღნიშნავს, რომ კომპანიის მიზანი მომხმარებლისთვის ავტომობილის ფლობის გამარტივებაა.

 „ჩვენი პრიორიტეტია, საავტომობილო სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებით, მომხმარებელს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ. ამავე დროს მუდმივად მივყვებით ცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში, ვნერგავთ მათ ჩვენს ყოველდღიურობაში და მაღალი დონის მომსახურებით ვპასუხობთ მომხმარებლის მოლოდინებს. მსოფლიო სტანდარტების დანერგვა და მდგრადი მიზნების მისაღწევად რეგიონში ძირეული ცვლილებების გატარება ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს, პირველ რიგში, მომავლის კონცეფციებზე აგებული სერვისცენტრებისა და შოურუმების მშენებლობაა. მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვით დღეს ამიერკავკასიაში სერვისის პირველი ჰაბი და მსოფლიო მასშტაბით სანდო ბიზნესპარტნიორები ვართ“, - აცხადებს კაჭარავა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი შეიცვალა, პანდემიის უარყოფითი გავლენებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით. ამ ფონზე რეგიონის საავტომობილო სექტორს ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჰქონდა. „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეს გამოწვევები შესაძლებლობად აქცია და 2022 წელი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით დახურა – კომპანიის  შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა.

ჩვენი ბიზნესი ჩვენი გუნდის წევრებზე დგას. მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ის, რასაც დღეს თეგეტა წარმოადგენს და ქმნის. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს შევძლებთ, რადგან საუკეთესო გუნდი გვყავს, რომელიც იზიარებს ჰოლდინგის ღირებულებებს, არ წყვეტს განვითარებას და მუდმივად ისწრაფვის სრულყოფილებისკენ.

„გამბედავებს ბედი სწყალობთ“ - ასეთია ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზი, თუმცა საუბარია იმ გამბედავებზე, რომლებიც დაუღალავი შრომისთვის მზად არიან. იმაზე მეტი უნდა იმუშაო, ვიდრე გგონია, რომ საჭიროა და არასდროს შემოსაზღვრო საკუთარი პასუხისმგებლობა ჩარჩოთი. საქმის კეთების არეალი და საჭიროება შეუზღუდავია, ისევე, როგორც შესაძლებლობების“,- აცხადებს „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.

Asia Business Outlook-ის შეკითხვაზე - „რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ცდილობენ ბიზნესში ლიდერობის მოპოვებას?“ „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც მუშაობ, ვისგანაც შედგება გუნდი და კომპანია. ამასთანავე, უმთავრესია ადაპტაციის დიდი უნარი, რადგან რადიკალურად ცვლად რეალობაში ვცხოვრობთ.

სტატიის წაკითხვა  Asia Business Outlook-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები