პირველი სექტემბრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შემცირდება.
როგორც სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წლის 1 სექტემბრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 მ3 ბუნებრივი გაზის ფასი ნაცვლად 1,38 ლარისა განისაზღვრება 1,25 (ერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.
უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.
უახლესი
13 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე15 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს