2023 წლის 1-3 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან, ასევე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ასევე საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის დასრულების და თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებათა დაწყების თაობაზე ერთობლივ დეკლარაციას.
აღსანიშნავია, რომ ილია დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
უახლესი
2 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები