პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
მას ამ დრომდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.
ანრი ოხანაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ბატონ ირაკლის ნდობის გამოცხადებისთვის, ჩემთვის პატივია ვიყო მისი ხელმძღვანელობით მთავრობის შემადგენლობაში. ასევე, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდას გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის.
მსურს, ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და დიდ მადლობა გადავუხადო რატი ბრეგაძეს, გაწეული დაუღალავი შრომისთვის და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. ასევე, წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში.
ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვემსახურო ჩვენს სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა იუსტიციის სფეროში. შესაბამისად, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფილიყო სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას. მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
უახლესი
2 საათის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება