დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Azimuth-ის საჰაერო ხომალდს ანტალიის აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა

Azimuth-ის საჰაერო ხომალდს ანტალიის აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა

25-11-2024 09:15:00

რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის საჰაერო ხომალდს ანტალიის აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც სოჭი-ანტალიის რეისს ასრულებდა 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მათი ევაკუაცია სათადარიგო ტრაპებით განხორციელდა.  ირკვევა, რომ ხანძრის ხანძრის ჩაქრობა უმოკლეს ვადაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, Sukhoi Superjet 100-ის ძრავს ცეცხლი ე.წ. ხისტი დაშვების გამო გაუჩნდა, რაც თავის მხრივ ძლიერმა ქარმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ  Azimuth-ი რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოშიც ასრულებს ფრენებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები