2023 წლის მესამე კვარტალში Tesla-მ 430 ათასი ავტომობილი აწარმოვა და გაყიდა 435 ათასი - ძირითადად Model 3.
ირკვევა, რომ Tesla-ს ელექტრომობილების რეალიზაციის მაჩვენებელი მესამე კვარტალში მეორე კვარტალთან შედარებით 6,7%-ით შემცირდა, გასულ წელთან შედარებით კი 27%-ით გაიზარდა.
მეორე კვარტალში ილონ მასკის კომპანიამ 466 ათასზე მეტი მანქანა გაყიდა. ეს იყო რეკორდული პერიოდი Tesla-სთვის, როდესაც კვარტალური გაყიდვები 83%-ით გაიზარდა წლიურად.
აღსანიშნავია, რომ გაყიდვების კვარტალური კლება წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. კომპანიამ ეს განმარტა ქარხნების მუშაობის გეგმოიური შეჩერებით, რაც აუცილებელია მისი რეკონფიგურაციისთვის.
უახლესი
36 წუთის წინ
ხელოვნური ინტელექტი Coca-Cola-ს საახალწლო კამპანიაში15 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი