რამდენიმე თვეა გაყიდვებში 5%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა ფალსიფიკაციას კონკურენციას ვერ ვუწევთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „შირაქის" დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ განუცხადა.
მეწარმე ამბობს, რომ სამინისტროს გააქტიურების შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ ბაზარზე ფალსიფიკაციის დონე შემცირდეს.
„ნედლი რძით დამზადებული პროდუქტების რეალიზაციის მაჩვენებელი დაცემულია, შემოდის რძის ფხვნილი და ქვეყანაში ყველის ფალსიფიკაცია მაღალ ნიშნულზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ბაზრის მოთამაშეების შემოწმება უფრო გააქტიურა. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კუთხით ბაზარზე ვითარება შეიცვლება“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.
როგორც „შირაქის“ დამფუძნებელი განმარტავს, რთულია სავაჭრო ქსელებთან მუშაობა, რადგან მათ თავისი ხედვა აქვთ და ამიტომ კომპანიას მოგების დაბალ მარჟაზეა, ამას ემეტება ისიც, რომ ფალსიფიკატორებს კონკურენციას ვერ უწევენ.
„24 საათში 7-9 ტონა რძეს ვამუშავებთ, ყველის წარმადობა 700-800 კილოა, სულგუნთან ერთად. ასევე ვაწარმოებთ მაწონს, არაჟანს, ხაჭოს. სავაჭრო ქსელებში შეგვაქვს სულგუნი, იმერული, ქარხნული ყველი და ნადუღი. დანარჩენ პროდუქციას თბილისში საკუთარ ობიექტებში ვყიდით. თბილისი „შირაქი“ 3 ობიექტს ფლობს“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.
უახლესი