დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხელოვნური ინტელექტი Coca-Cola-ს საახალწლო კამპანიაში

ხელოვნური ინტელექტი Coca-Cola-ს საახალწლო კამპანიაში

15-11-2024 10:26:00

კოკა-კოლამ საახალწლო რეკლამაში ხელოვნური ინტელექტი ახალი, თანამედროვე ხედვის შესაძენად გამოიყენა. რეკლამაში კვლავაც ნათქვამია, რომ „სამყაროს უფრო მეტი სანტა სჭირდება“, თუმცა  მცირე ცვლილებებსაც გვთავაზობენ.

კოკა-კოლამ  AI-ის დახმარებით, ჩვენთვის საყვარელი Holidays Are Coming-ის სიუჟეტი განაახლა. კერძოდ, კლასიკური ვიზუალები და სადღესასწაულო განწყობა კვლავ იგივეა.

ბრენდის მიზანია, გულშემატკივრებს სანტასთან ინტერაქციის საშუალება მისცეს და ამისთვის მათ AI გამოცდილებაც შესთავაზა.  

შესაძლებელი გახდა ის, რომ  შექმნან თოვლის პერსონალიზებული ანიმაციები, რომელთა გაზიარებასაც მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის შეძლებენ.

რეკლამაში მთავარი აქცენტი კვლავ კოკა-კოლას საკულტო საშობაო ქარავანზე კეთდება.

კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი გაერთიანებული სამეფოს მთავარ ქალაქებს შემოივლის და თითოეულ ვიზიტორზე FareShare-ის საქველმოქმედო ორგანიზაციას მიაწვდის საკვებს, რომელიც, თავის მხრივ, შიმშილის წინააღმდეგ იბრძვის. მათი მიზანია, საშობაო სეზონზე მილიონამდე ადამიანი გამოკვებონ.

კოკა-კოლამ გაერთიანებული სამეფოს გარდა, სადღესასწაულო განწყობა სხვა ქვეყნებშიც შეიტანა და კლასიკურ ბრენდინგს საშობაო ელემენტები დაამატა. სწორედ ამიტომ კოკა-კოლას ტალღოვან ლოგოზე სანტას მარხილი და ბრენდის  ქილები გამოჩნდა, რომლებზეც ნაძვის ხის სათამაშოებია დახატული.


 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები