დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იდეათეკა – განათლების, სიახლეებისა და უსაზღვრო შესაძლებლობების სივრცე მოსწავლეებისთვის

იდეათეკა – განათლების, სიახლეებისა და უსაზღვრო შესაძლებლობების სივრცე მოსწავლეებისთვის

26-08-2023 21:29:00

საქართველოს ბანკის იდეათეკა – ესაა უნიკალური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას ერთდროულად იძლევა.

ამ უმნიშვნელოვანესმა პროექტმა, რომელიც საქართველოს ბანკმა 4 წლის წინ, 2019 წელს დაიწყო, ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ აწმყოში გახადა ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლების მიღება, არამედ სამომავლოდ ინტელექტუალური განვითარების პერსპექტივაც უფრო განამტკიცა.

იდეათეკის კონცეფცია გულისხმობს ყველაფერ იმას, რაც საჭიროა ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვან ინვენტარზე, რაც მათ საკუთარი უნარ-ჩვევების პოვნასა და გამოვლენაში დაეხმარება; მისცემს ბიძგს და შესაძლებლობას, თანამედროვე ტექნოლოგიებით მოცულ გარემოში, ძალიან სწრაფად ცვალებად დროში იპოვონ საკუთარი ადგილი, საკუთარი იდეა, რომელსაც ტექნოლოგიების ათვისებითა და დახმარებით განახორციელებენ.

ცალკე დამატებითი მნიშვნელობისაა იდეათეკების გეოგრაფია: საზღვრისპირა სოფლები, მაღალმთიანი რეგიონები, ეთნიკური უმცირესობით დასახლებული და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქალაქები – სწორედ ასეთ ადგილებში არსებულ საჯარო სკოლებში გაიხსნა და მომავალშიც გაიხსნება დამატებითი საგანმანათლებლო სივრცეები ღია და თავისუფალი იდეებისთვის:

გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლები – დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი; თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის 1-ელი, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის 1-ელი, ნაბეღლავის, ჯვრის 1-ელი, უდაბნოს საჯარო სკოლები, კახეთის რეგიონის სოფლები: ერისიმედი, ლამბალო და საბათლო.

ინტერესების გაჩენას სჭირდება ხელშეწყობა, დროისა და სივრცის მორღვევა, გათავისუფლება, მარტივად რომ ვთქვათ – ინტერნეტი, რაც საქართველოს ბევრ რეგიონში არც თუ მარტივად ხელმისაწვდომია. ძალისხმევაა საჭირო, ადამიანმა ბუნებითად არსებული გარემოს გარდა, დამატებით აღმოაჩინოს, ნახოს, ეძიოს და იპოვოს ინტერესი. სწორედ ამ ძალისხმევის ხელშეწყობის, გამარტივებისა და ბარიერების მოხსნის შესაძლებლობაა იდეათეკა.

ჯერჯერობით ეს შესაძლებლობებით სავსე სივრცე საქართველოს 6 რეგიონის 16 სკოლაშია – დაახლოებით 7000-მდე მოსწავლეს უჩენს უსაზღვრო შესაძლებლობების სივრცეს. საზღვრისპირა და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდა ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი აქტიურად დადის იდეათეკებში: დრომ და პრაქტიკამ კიდევ უკეთ გამოაჩინა მსგავსი სივრცეების სასიცოცხლო აუცილებლობა და საჭიროება.

ცხადია, საჯარო სკოლებში ისედაც არსებობდა ბიბლიოთეკები, თუმცა იდეათეკების სახით გაჩნდა ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცეები, რომლებიც თანამედროვე ტემპთან შესაბამისად წიგნების უახლესი გამოცემებითაა დაკომპლექტებული. ამავდროულად, დღევანდელ სამყაროში ნებისმიერი ტიპის განათლება წარმოუდგენელია ტექნიკის გარეშე და იდეათეკა შემეცნების პროცესს ამ მხრივაც უპრეცედენტოდ მოსახერხებელს ხდის, მათ შორის რეგიონებშიც, რადგან საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია, რომ განათლების თანაბარი შესაძლებლობები შექმნას ქვეყნის მთელი მასშტაბით.

როგორც ითქვა, პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება, ანუ იდეათეკებს და იდეათეკების აქტიურ მომხმარებლებს მძიმე პანდემიური პერიოდის ერთად გადატანა მოუწიათ – ეს იყო პერიოდი, როცა დამატებითი მნიშვნელობა და საჭიროება გამოიკვეთა: ერთი მხრივ, საინფორმაციო ველისა და ინფორმირებულობის ფაქტორი, მეორე მხრივ, სოციალიზაციისა და ადამიანური ურთიერთობების როლი.

იდეათეკებში დაარსების დღიდან – პანდემიის და პოსტპანდემიის პერიოდის ჩათვლით, სრულიად ორგანულად და ბუნებრივად ხდებოდა ისე, რომ ახალგაზრდა ადამიანები იცნობდნენ ერთმანეთს, აარსებდნენ კლუბებს, ესწრებოდნენ კონფერენციებს, პრეზენტაციებსა თუ შეხვედრებს და, რაც ყველაზე მთავარია, იცნობდნენ საკუთარ თავს. მარტივად რომ ვთქვათ, იდეათეკა საკლასო ოთახიცაა და საკუთარი ოთახიც.

პროექტმა თავისთავად გაამართლა წინასწარი მოლოდინები, გააკეთა ზუსტად ის, რასაც მისგან ელოდნენ – საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს.  რაც კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას უბიძგებს, რომ იშრომონ, ახალი ადამიანები გაიცნონ, იმოძრაონ და არ გაჩერდნენ.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები