დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გოდერძის უღელტეხილის გზის სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი წელს დასრულდება - გიორგი წერეთელი

გოდერძის უღელტეხილის გზის სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი წელს დასრულდება - გიორგი წერეთელი

09-07-2024 19:00:00

გოდერძის უღელტეხილის გზის სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი წელს დასრულდება, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  გიორგი წერეთელმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან საუბრისას განაცხადა. 

„ხულო-გოდერძის მიმართულებით და ასევე ზარზმის 42 კილომეტრიანი მონაკვეთის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება და შევა ექსპლუატაციაში. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ზემო აჭარისა გოდერძის კურორტის განვითარებისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის “, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება. ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას უტარდება სამუშაოები 21 კმ-იან მონაკვეთზე დასრულებულია, ხოლო დარჩენილ 26 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე აქტიურად გრძელდება სამუშაოები მეწყრულ მონაკვეთებზეც, ხულო-ზარზმის გზაზე, მიმდინარე წელს დაგეგმილია მეწყრული მონაკვეთების ძირითადი ნაწილის, ხოლო საავტომობილო გზის დარჩენილ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის სამუშაოების სრულად დამთავრება.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები