2023 წელს ტურისტებმა რომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობაში - ტრევის შადრევანში 1,6 მილიონი ევროს ოდენობის მონეტა ჩაყარეს, რაც 2006 წლის შემდეგ ახალი რეკორდია. ამის შესახებ გაზეთი Il Gazzettino წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შადრევანში ჩაყრილ მონეტებს შორის არის როგორც ევროები და ევროცენტები, ასევე დოლარები და გირვანქა სტერლინგები. შადრევნიდან ამოღების შემდეგ მონეტებს ახარისხებენ და უცხოურ ვალუტას ევროზე ცვლიან. ევროები კი გამანაწილებელ ცენტრში გადააქვთ, აღდგენენ, შემდეგ კი კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციის „კათარსისი“ რომაულ განყოფილებაში გადააქვთ. ორგანიზაცია შეგროვილ თანხას გაჭირვებულების დასახმარებლად იყენებს.
ფულთან ერთად შადრევანში სხვადასხვა ნივთებიც აღმოაჩინეს: სათვალეები, საათები, სამაჯურები, ბეჭდები, გიტარის მედიატორები და კბილის პროთეზიც კი. ნივთებს შადრევნიდან კვირაში სამჯერ ან უფრო მეტჯერ აგროვებენ.
ტრევის შადრევანი რომის უდიდესი შადრევანია. ბაროკოს სტილის ობიექტი 1732-1762 წლებში არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ ააგო. ლეგენდის თანახმად, შადრევანში მონეტის ჩაგდება იმის საწინდარია, რომ ადამიანი რომში დაბრუნდება, ან შადრევანთან ჩაფიქრებული სურვილი აუსრულდება.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი