დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფულადი გზავნილების რომელ სისტემებს იყენებენ საქართველოდან გადარიცხვისას - რეიტინგი

ფულადი გზავნილების რომელ სისტემებს იყენებენ საქართველოდან გადარიცხვისას - რეიტინგი

18-01-2024 10:00:00

საქართველოდან უცხოეთში ფულის გადარიცხვა უმეტესწილად Zolotaya Korona-ს მეშვეობით ხდება. როგორც სებ-ის საიტზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, 2023 წელს განმავლობაში Zolotaya Korona-ს მეშვეობით ქვეყნიდან 99,623.9 ათასი დოლარი გადაირიცხა, რაც მთლიანი გადარიცხვების 28%-ია.

თანხობრივად 2023 წელს 2022 წელთან შედარებით Zolotaya Korona-ს გავლით გადარიცხული თანხების საერთო მოცულობა 4%-ითაა შემცირებული.  2022 წელს აღნიშნული სისტემით საქართველოდან საზღვარგარეთ 103,675.5 ათასი ლარი გავიდა. 

2023 წელს  Zolotaya Korona-ს გავლით ყველაზე დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვა საქართველოდან რუსეთში განხორციელდა. სულ საუბარია რუსეთში აღნიშნული სისტემით 29,084.7 ათასი აშშ დოლარის გადარიცხვაზე, რაც Zolotaya Korona-ს გავლით გაკეთებული გადარიცხვების 29%-ია. 

ქვეყნიდან გაკეთებული გადარიცხვების მიხედვით მეორე ადგილზეა Western Union. აღნიშნული გადახდის სისტემით 2023 წლის განმავლობაში სულ 90,650.6 ათასი აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც მთლიანი გადარიცხვების 25%-ია. მესამე პოზიციას კი Ria იკავებს, რომელზეც გადარიცხვების 14%-ი მოდის.  Ria-ს მეშვეობით 2023 წელს ქვეყნიდან 48,766.4 ათასი აშშ დოლარი გავიდა.

თუ  Zolotaya Korona-სა და Western Union-ის შემთხვევაში 2023 წელს გადარიცხვების მოცულობა შემცირდა, სამაგიეროდ ზრდაა Ria-ს მეშვეობით გადარიცხვებზე. არსებული სტატისტიკით 2023 წელს Ria-ს გავლით ქვეყნიდან 21%-ით მეტი თანხა გავიდა.

წლიურ ჭრილში 15%-იანი ზრდაა ასევე Intel Express-ის მეშვეობით გაკეთებულ გადარიცხვებში. 2023 წლის განმავლობაში Intel Express-ის მეშვეობით 34,142.0 ათასი აშშ დოლარი გადაირიცხა განხორციელდა, 2022 წლის განმავლობაში კი 29,802.2 ათასი აშშ დოლარი. Intel Express-ის გავლით 2023 წელს განხორციელებული გადარიცხვები მთლიანი გადარიცხვების 10%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქვეყნიდან 355,934.4 ათასი აშშ დოლარის გადარიცხვა განხორციელდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები