დღეს „იმედის დილის“ ეთერში რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იყო, რომელმაც გიორგი აბაშიშვილის კითხვებს უპასუხა.
- გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე მინდა გკითხოთ, რა იყო ჩვენი ძირითადი გზავნილების და რა მოგვაქვს აღნიშნული კონფერენციიდან?
- გაეროს კლიმატის კონფერენცია, რომელიც აზერბაიჯანში, ბაქოში იმართება მიმდინარე წელს უკვე 29-ე შეკრებაა და რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილების კუთხით საერთაშორისო პოლიტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამ კუთხით საქართველო აქტიურად მონაწილეობს. იცით საქართველო არის ამ კონფერენციის მუდმივი მონაწილე, ის არის პარიზის შეთანხმების წევრი. შესაბამისად ჩვენი აქტიური ჩართულობა ლოგიკურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, როდესაც მეზობელ ქვეყანაში ტარდება ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ეს არის საინტერესო პლატფორმა, როდესაც სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებმა შეიძლება კოლეგებთან ისაუბრონ მსოფლიოს იმ დღის წესრიგზე, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებას უკავშირდება. ზოგადად ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია და ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც მსოფლიო ლიდერები საუბრობენ, თუ როგორ შეიძლება სათბური გაზების შემცირება, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს კოორდინაცია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის დაფინანსების მექნიზმები განვითარებადი ქვეყნებისთვის დაფინანსების მექანიზმები, რათა მათ შეძლონ დაბალ ნახშირბადიანი პოლიტიკის წარმოება. შესაბამისად ეკონომიკური ბლოკის ყველა მიმართულებით ხდება კომუნიკაცია იმისთვის, რომ კოორდინირებული ძალისხმევის შედეგად ქვეყნებმა მნიშვნელოვან სამიზნე მაჩვენებლებს მიაღწიონ. რეალურად კლიმატის ცვლილებების შედეგად დათბობა დედამიწაზე 1,5%-ის არ გასცდეს. აქედან გამომდინარე ჩვენი ჩართულობა იქნება მთელი ღონისძიების განმავლობაში. ღონისძიება დაიწყო 11 ნოემბერს და 22 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. ამიტომ სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ეწვევიან, ეწვევიან ასევე სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები ბაქოს. ჩვენ რამდენიმე ღონისძიებაში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ გაქვს წარმოდგენილი პავილიონი, სადაც საქართველოს შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობას გავაცნობთ. ასევე გავაცნობთ კლიმატის ცვლილებების შესახებ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. სადაც ჩვენ სრულად თანხვედრაში ვართ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან, გვაქვს კლიმატის ცვლილების სტრატეგია, ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა, საკმაოდ მაღალ დონეზეა კოორდინაცია სხვადასხვა სამინისტროს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ იმართება. აქედან გამომდინარე ის საკითხები, რომელიც მსოფლიოში აქტუალურია, აქტუალურია ჩვენს ქვეყანაშიც და პოლიტიკის ნაწილში ჩვენ სრულად თანხვედრაში ვართ საერთაშორისო ტენდენციებთან. ეს არის ასევე საკმაოდ პრაქტიკული პლატფორმა, რომელიც შეიძლება გამოვიყენებთ ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად. ძალიან ბევრი ბიზნეს კონტაქტი შეიძლება ამ ფორმატში შედგეს, შედგეს კომუნიკაცია ბევრ კოლეგა სამინისტროსთან სხვადასხვა ქვეყნიდან. მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც საქართველო აქტიურადაა ჩართული ამ კონფერენციაზეა წარმოდგენილი. მათ შორის ისეთები, როგორიც არის რეგიონული თანამშრომლობის პროექტები, შუა დერეფანთან დაკავშირებული იგივე შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზთან დაკავშირებული საკითხები. პროექტები, რომელიც საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია როგორც რეგიონული თანამშრომლობისთვის ასევე სხვადასხვა დონეზე, ზოგადად მწვანე ეკონომიკის და კლიმატ გონივრული გადაწყვეტილებების კუთხით.
- ვხედავთ ბოლო ათი თვის მონაცემს, რომელიც აჩვენებს ექსპორტის ზრდას, ვხედავთ სამი კვარტლის თანახმად ტურიზმიდან რეკორდულ შემოსავლებს. არჩევნების შემდგომ პერიოდში ჩანს, რომ სამივე ქართული კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე იზრდება, შესაბამისად, მაღალია ქვეყნისადმი ინვესტორების ინტერესი, ამავდროულად, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ზრდის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, როგორია თქვენი მოლოდინები მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით?
- ვფიქრობთ, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებული, საკმაოდ ეფექტური პოლიტიკა ვაწარმოეთ ეკონომიკის განვითარების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოგვცა. პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. საშუალოდ წლის განმავლობაში 9,8%-ით იზრდებოდა ეკონომიკა. საქართველომ შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდა გასულ წელსაც და მიმდინარე წელსაც, მიუხედავად წინსაარჩევნო ვნებათაღელვისა საქართველოს ეკონომიკა 9,8%-ით იზრდება პირველი სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით. ჩვენი პროგნოზით ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება და წლის განმავლობაში უფრო მაღალი იქნება, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. ჩვენი ოპტიმისტური ვარაუდით, 2024 წელს ეს 9%-ი უნდა იყოს, რაც საკმაოდ მაღალია. საქართველო უნდა იყოს ლიდერი ეკონომიკური ზრდის კუთხითაც, შემდეგი 5 წლის განმავლობაში. ასეთია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზი. ამას განაპირობებს ის, რომ ჩვენი პოლიტიკა არის საკმაოდ მდგრადი, როგორც გარე ისე შიდა შოკების მიმართ. ეს საკმაოდ კონსერვატიული მიდგომები მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნების კუთხით, საუბარია ბიუჯეტის დეფიციტზე, საუბარია საგარეო ვალზე. იცით, რომ მაღალი ეკონომიკურ ზრდასთან ერთად გვაქვს დაბალი ინფლაცია, რამაც საშუალება მოგვცა, რომ მონეტარული პოლიტიკა შეგვემსუბუქებინა. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ მომავალ წლებში გაქვს რეზერვები ეკონომიკაში, რომ ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მაღალი აქტივობებით, ეს არის ვაჭრობის სფეროში, მშენებლობის სფეროში, ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი. საქონლის ექსპორტის მიხედვით, ჩვენ მიმდინარე წელს 5,5 მლრდ დოლარი გაქვს, რაც გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. გაუმჯობესებულია წლის მეორე ნახევარში ექსპორტის მაჩვენებლები, მიუხედავად რთული სიტუაციისა წლის დასაწყისში ძირითად საექსპორტო პოზიციებზე, გამომდინარე საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო წლებში მომსახურების ექსპორტის ტენდენცია, საუბარია ტურისტულ მომსახურებაზე. აქ მართლაც შეინიშნება ბოლო წლებში უწყვეტი ზრდა. მიმდინარე წელსაც ჩვენ ზრდა გაქვს გასულ წელთან შედარებით ტურისტული მომსახურების ექსპორტში, ამას ემატება საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში ძალიან მზარდია. აქაც ზრდა გვექნება მიმდინარე წელსაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო სფეროს მომსახურების ექსპორტი. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველაფერი მდგრადად, საშუალო ვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ.
- ბატონო ლევან აუცილებლად მინდა გკითხოთ, შია დერეფანზე და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტზე, რომელიც ჩვენთვის და ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. საინტერესოა რა პროგრესი გაქვს ამ მიმართულებით?
- ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც კონფერენციის ფარგლებში იყო და იქნება წარმოდგენილი. 20 ნოემბერს ჩანიშნულია შუა დერეფნის პრეზენტაცია, ხოლო შავი ზღვის კაბელის განვითარების შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა პრეზენტაცია. საერთაშორისო თანამეგობრობამ პროექტის განვითარების შესახებ ნახა და მოისმინე ინფორმაცია და ანგარიშები. ორივე პროექტი მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. იცით, რომ შია დერეფანთან დაკავშირებით ჩვენს გაქვს საგზაო რუკა, რომელიც 2 წლის წინ შეთანხმდა აქტაუში, ყაზახეთში. ეს არის დეტალური გეგმა, თუ თითოეულმა ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს როგორც ინფრასტრუქტურული ისე ზოგადად მართვის გაუმჯობესების მიმართულებით, რათა ამ დერეფანმა არა თუ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს, არამედ კიდევ უფრო გაიზარდოს. რა თქმა უნდა ბევრი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, ეს უკავშირდება ზოგადად საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს, ეს უკავშირდება ასევე მართვის საკითხებს, ეს ასევე უკავშირდება მაღალ დონეზე კოორდინაციას ქვეყნების და ვფიქრობ, რომ მომავალში შუა დერეფნის როლი უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი იქნება. აქ საუბარია საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, საქართველოში რკინიგზის მოდერნიზაციის ხანგრძლივ პროექტზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც 2024 წელს განსაკუთრებული პროგრესით ვითარდებოდა და მომავალ წელს ძირითადი მონაკვეთები უკვე დასრულდება. მათ შორის არის ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა. გაციფრულება ოპერაციების და ყველა ის საკითხი როგორც საქართველოში ისე შუა დერეფნის ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ყველაფერი საშუალებას მისცემს მონაწილე ქვეყნებს, რომ მეტი ტვირთი მოვიზიდოთ და რა თქმა უნდა ეს ტვირთ მფლობელებისათვის იქნება უფრო კომფორტული და კონკურენტუნარიანი გადაადგილების და გადატანის საშუალება.
- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც შუა დერეფნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა გახდება, რა ინფორმაციის გაზიარება შეგიძლიათ დღეს მის სამომავლო ინვესტორთან თუ ოპერატორთან დაკავშირებით?
- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შუა დერეფნის. თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა უშუალოდ საქართველოს ეკონომიკისთვის და მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის მომავალში კიდევ უფრო გამოსაყენებლად. ანაკლიის პორტის განვითარება მიმდინარეობს გეგმაზომიერად. ჩვენ დიალოგი გაქვს ფინალისტ კომპანიასთან, რომელთანაც კონკრეტული საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს. დიალოგის პროცესი. ჩვენ იანვარში გვექნება განახლებული წინადადება, და გვინდა მივიღოთ ისეთი წინადადება, რომელიც მაქსიმალურად უპასუხებს ჩვენს მოთხოვნებს და გრძელვადიან ხედვებს. პარალელურად მიმდინარეობს პროექტის სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ გვქონდა საზოგადოებისთვის საკმაოდ დეტალური პრეზენტაცია თუ სად იმყოფება პროექტის სამშენებლო სამუშაოები, ჩვენ გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია და სამუშაოები მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. 2-3 წელიწადში ამ პროექტის პირველი ფაზის სამუშაოებს დავასრულებთ და პორტს შეეძლება ოპერირება.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება როგორც სატრანზიტო ოპერაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორი ემსახურებოდეს ჩვენი საექსპორტო პოტენციალის ზრდას და პარალელურად უნდა ვიმუშაოთ საქართველოში დამატებითი საწარმოო-სავაჭრო ოპერაციების განვითარებაზე.
რაც შეეხება შავი ზღვის მაღალი ძაბვის დამაკავშირებელ ხაზს, რომელიც სამხრეთ კავკასიას დააკავშირებს ევროპასთან, არის ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტი. ეს იყო საქართველოს ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური 2022 წლის შემდეგ გახდა. პროექტში ჩართულია ბევრი ქვეყანა და ეს ევროკავშირის უსაფრთხოების ნაწილიცაა, არამხოლოდ საქართველოში გაზრდის ენერგო შესაძლებლობებს, ასევე ენერგო უსაფრთხოების კუთხითაც იქნება მნიშვნელოვანი. ეს პროექტიც მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტიანად, გეგმაზომიერად. ანუ რაც დაგეგმილი იყო სრულდება ვადებში. დასრულებულია ტექნიკურ ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა. ზაფხულში ჩვენ მივიღეთ ძირითადი მონაცემები ჩვენი საკონსულტაციო კომპანიისგან. ახლა გადავდივართ უკვე საზღვაო ფსკერის შესწავლის დეტალურ ეტაპზე, ამაზე უკვე იცით, რომ დაფინანსება არსებობს მსოფლიო ბანკიდან. მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მიმდინარეობს კონკრეტული შესყიდვის პროცედურები. პარალელურად რუმინელ პარტნიორებთანერთად მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიური სამუშაო ევროკავშირთან, რათა პროექტს მიენიჭოს განსაკუთრებული სტატუსი, რაც დამატებითი დაფინანსების მოძიების საშუალებას მოგვცემს. ეს იქნება პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, პირდაპირ დაკავშირებას მოვახდენთ ევროპასთან. ფიზიკურ დაკავშირებაზეა საუბარი ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ზოგადად ეს იმ დიდი ხედვის ნაწილია, როდესაც საქართველომ უნდა გაზარდოს დაკავშირებადობა ევროპასთან. ეს ეხება როგორც ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებს, სატრანსპორტო, საბორნე მიმოსვლას. ეს ეხება რა თქმა უნდა ელექტროგადაცემას, სხვადასხვა ტიპის ენერგორესურსების მიწოდების საშუალებას. ასე, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი, როლი რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონს ევროკავშირთან აკავშირებს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა ამ პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტია. მან სტიმული უნდა მისცეს ადგილობრივ ენერგოსექტორში, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ ინვესტიციებს. წაახალისოს ახალი ენერგეტიკული პროექტები და მომავალში, გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი მდგრადობა შეუქმნას ენერგოსისტემას.
უახლესი