დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგოსექტორში უცხოური ინვესტიციები შემცირდა

ენერგოსექტორში უცხოური ინვესტიციები შემცირდა

08-09-2023 15:00:25

2022 წელს ენერგეტიკის სექტორში 129.6 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც გასულის წლის მაჩვენებლებზე 30%-იან კლებას აჩვენებს.

2021 წელს ენერგეტიკის სექტორში 185.7 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

2022 წელს სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წილი მთლიანი FDI-ის 6.2%-ია.

​2022 წლის სტატისტიკით ენერგეტიკაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩეხეთიდან განხორციელდა (77 862.0 ათასი აშშ დოლარი), მეორე ადგილზეა ნიდერლანდები (65 248.9 ათასი აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე რუსეთი (1 577.0 ათასი აშშ დოლარი).

ბოლო 6 წლის სტატისტიკით ენერგეტიკაში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტივია 2017 წელს განხორციელდა - 278.5 მლნ დოლარი. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები