დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგეტიკული ბაზრის მოთამაშეებისთვის ვაჭრობაში მონაწილეობა საწყის ეტაპზე ნებაყოფლობითი იქნება

ენერგეტიკული ბაზრის მოთამაშეებისთვის ვაჭრობაში მონაწილეობა საწყის ეტაპზე ნებაყოფლობითი იქნება

04-04-2024 14:02:00

ენერგეტიკული ბაზრის მოთამაშეებისთვის ვაჭრობაში მონაწილეობა საწყის ეტაპზე ნებაყოფლობითი იქნება.

ამის  შესახებ განცხადება დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ პარტნიორებთან მიდის მოლაპარაკებები, რათა ბაზრის ლიბერალიზაცია ეტაპობრივად მოხდეს. 

„რაც შეეხება ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების საკითხს, გვაქვს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ეტაპობრივად მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია. ეს არის ყველაზე რთული რეფორმა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაიარა საკმაოდ ფრთხილად და ამისთვის გრძელვადიანი პერიოდი დასჭირდათ, რომ არ მომხდარიყო ეკონომიკის დაზიანება.

ამიტომ ჩვენთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვსაუბრობდით ამოქმედების გადავადებაზე ეს არ იყო ჩვენი ცალმხრივი პოზიცია. აქ იყო კონკრეტულად სექტორების მოთხოვნა და თხოვნები და ეს არის მნიშვნელოვანი დარგები ჩვენი ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვანი საექსპორტო დარგები, რომელთა თხოვნები და ლეგიტიმური პოზიციები ჩვენ გავითვალისწინეთ. ამიტომ ჩვენ ახლა შემოგვაქვს ვაჭრობის ის რეჟიმები, რომელიც დამუშავებულია სიმულაციის პირობებში.

ეს არის დღით ადრე და დღიურად  კონკრეტული ბიდების გაკეთება, რომ სიმულაციის რეჟიმიდან გადავიდეთ რეალურ რეჟიმში. მაგრამ, ეტაპობრივად. აქტორები ამ სავაჭრო ოპერაციებში იქნებიან საწყის ეტაპზე ნებაყოფლობითი პრინციპით. შემდგომ ეტაპზე ამას დაემატება და გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება იმისთვის, რომ სრულად ლიბერალური იყოს ეს პროცესი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. დაგეგმილია, რომ ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები