ნოემბრის ბოლო პარასკევს Black Friday-ის შეთავაზებებს შოპინგის ყველა მოყვარული ელოდება, თუმცა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე სასურველ პროდუქტების შეძენისას ფასდაკლებების მიღება უფრო ადრე – 11 ნოემბერსაც შეგიძლიათ.
Double 11 ან Single’s Day არაოფიციალური აზიური დღესასწაულია, რომელიც 1990-იანებში ჩინელმა სტუდენტებმა მარტოხელა ადამიანებისთვის შექმნეს. დღესასწაულის თარიღი 11/11 რიცხვი „1“-ის სიმბოლური მნიშვნელობისგან არის ნაკარნახევი – იგი მარტოხელა ადამიანს აღნიშნავს. დროთა განმავლობაში Single’s Day ჯერ – ჩინურ ბაზარზე, შემდეგ კი გლობალურ სამომხმარებლო სივრცეში მასშტაბური ფასდაკლებების და შოპინგის დღესასწაულად იქცა. ამჟამად, 11 ნოემბერი საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის სივრცეში ფასდაკლებების მთავარი დღეა.
Double 11-ის ფასდაკლებების ტრადიციას საფუძველი ონლაინ ვაჭრობის ჩინურმა გიგანტმა – Alibaba ჯგუფმა ჩაუყარა. Alibaba ჯგუფის საცალო ონლაინ ვაჭრობის პლატფორმები – Aliexpress, Taobao და Tmall მომხმარებლებს ყველა კატეგორიის პროდუქტზე 70%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. აზიურ ონლაინ მაღაზიებთან ერთად 11 ნოემბრის ფასდაკლებებით ისარგებლებთ პოპულარულ დასავლურ ვებგვერდებზე შოპინგი დროსაც. შეთავაზებები მოქმედებს Amazon-ის, eBay-ის, Best Buy-ისა და Asos-ის ონლაინ მაღაზიებში. Single’s Day-ის ფასდაკლებების ფესტივალი მხოლოდ 11 ნოემბრის განმავლობაში – 24 საათით გაგრძელდება. Single’s Day-ის შეთავაზებები საქართველოს დროით 11 ნოემბრის შუა დღის 12 საათზე დაიწყება და 12 ნოემბრის დღის 12 საათამდე გაგრძელდება.
11 ნოემბრის შოპინგ ფესტივალზე ფასდაკლებებთან ერთად MR ქულების დაგროვებასაც შეძლებთ, თუ გადახდებს American Express-ის ბარათით შეასრულებთ. AMEX ბარათის Membership Reward (MR) პროგრამა არა მარტო ქართულ, არამედ ონლაინ შოპინგის უცხოურ პლატფორმებზეც მოქმედებს და მომხმარებლებს ყოველი შენაძენზე MR ქულები ერიცხებათ. Blue, Green და Gold საკრედიტო ბარათების მფლობელებს ყოველ დახარჯულ 1 ლარზე შესაბამისად, 1 MR, 1.5 MR და 2 MR ქულა ერიცხებათ. დაგროვებული MR ქულებით შეძლებთ, გადაიხადოთ AMEX-ის პარტნიორ ობიექტებში, შეიძინოთ სასურველი პროდუქტები MR-ის კატალოგიდან ან MR ქულები გადაცვალოთ საქართველოს ბანკის PLUS ქულებში.
იმის მიუხედავად მარტოხელა ხართ თუ არა, Single’s Day-ის შოპინგ ფესტივალის შეთავაზებები ნოემბრის ცივი დღეებსა და უკვე მოახლოებული ახალი წლის მოლოდინს საინტერესოს და ამაღელვებელს გახდის. სასურველი ნივთის American Express-ის ბარათით შეძენისას კი MR ქულების სახით დამატებით სარგებელს იღებთ, რაც ხარჯვასა და დაგროვებას ერთ მარტივ ოპერაციაში აერთიანებს.
American Express-ის ბარათით სარგებლობის პირობებისა და უპირატესობების შესახებ დეტალურად იხილეთ ბმულზე.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი