„ნიშატოში“ შემოდგომის სურნელი ტრიალებს. ყოველ შაბათ კვირას, 30 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, 16:00-იდან 19:00-მდე, რესტორანში მთავარი ქართული ნუგბარის, ჩურჩხელების დღეებია. მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ კარგად დადუღებულ სუფთა ყურძნის წვენში ნიგვზითა და თხილით სავსე ჩურჩხელებს ამოავლონ, დააგემოვნონ ან სურვილის შემთხვევაში, თან წაიღონ.
როგორ აღნიშნავს ,,ნიშატო“ შემოდგომის დღეებს, რას გულისხმობს ჩურჩხელების მასტერკლასები და როგორია მოთხოვნა - სეზონის სიახლეებზე Business Insider Georgia- თან რესტორნის დირექტორი ირმა მანჯავიძე საუბრობს.
„შემოდგომაა, რთველი იწურება და გვინდა, სეზონი საინტერესო და დასამახსოვრებელი გავხადოთ. მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, მობრძანდნენ, ადგილზე ამოავლონ ჩურჩხელა, მონაწილეობა მიიღონ პურის ცხობის მასტერკლასში, აქაც თვითონ შეუძლიათ გამოაცხონ და მიირთვან ადგილზე ყველთან ერთად. გარდა ამისა, სეზონური ხილის კომპოტიც შეუძლიათ დააგემოვნონ, ასევე ნებისმიერი კერძი და ნუგბარი შეუკვეთონ, რასაც მოისურვებენ.
ჩვენი სურვილია, გავულამაზოთ მსურველებს შემოდგომა, მით უმეტეს, აქვე ვენახებია, რომლის ფონზე ჩურჩხელის ამოვლება საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იქნება. შეკვეთებს უკვე ვიღებთ, მასტერკლასების მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ სკოლის მოსწავლეები, ასევე ოჯახები გამოთქვამენ სურვილს, რომ ბავშვები ჩართონ აქტიურად და ერთად მიიღონ მონაწილეობა . ჩურჩხელები სპეციალურად წინასწარ აკინძული ხვდებათ, თუმცა სურვილის შემთხვევაში, სტუმრებს შეუძლიათ ნიგოზი თვითონ აკინძონ, მოადუღონ ფელამუში და ამოავლონ ჩურჩხელა“, - ამბობს ირმა მანჯავიძე.
რაც შეეხება ტარიფებს, ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელის ამოვლება და გამაგრილებელი სასმელი (სახლის კომპოტი) პერსონაზე 25 ლარია. ამ შემთხვევაში 2 ჩურჩხელის ამოვლების ლიმიტი აქვს, თუმცა თუ ერთი ჩურჩხელის ამოვლება სურს, მხოლოდ 8 ლარს იხდის.
ამდენად, როგორც ირმა მანჯავიძე ამბობს, ,,ნიშატოში“ WEEKEND -ი ყოველთვის განსხვავებული, კომფორტული და 100 პროცენტით დატვირთულია.
შეგახსენებთ, რომ ,,ნიშატო" სულ რაღაც 2 თვის წინ დაფუძნდა. რესტორანი მდებარეობს თბილისთან ახლოს, საგურამოში, მისამართზე: მცხეთის რაიონი, სევსამორას ქ.1.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
25 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს