ბათუმს მალე ოლიმპიური სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი ექნება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული კომპლექსი ოლიმპიური სტანდარტების 1500 მაყურებელზე გათვლილ ყინულის მოედანს და 800 მაყურებელზე გათვლილ 10 ზოლიან, 2,1 მეტრი სიმაღლის, საცურაო აუზს მოიცავს.
„ამ ეტაპზე დასრულდა ყინულის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარეობს მოპირკეთება. კომპლექსში, ფიგურულ და ციგურებზე მასობრივ სრიალში, ასევე ყინულის და საწყლოსნო სპორტულ სახეობებში, საერთაშორისო შეჯიბრებები ჩატარდება“, - განმარტავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
ყინულის არენა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.
პარალელურად მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა, რაც მიმდინარე წელს დასრულდება.
უახლესი