დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმი(ანგისა)-ახლციხის საავტომობილო გზის სამუშაოებისთვის თანხის 65%-ია ათვისებული

ბათუმი(ანგისა)-ახლციხის საავტომობილო გზის სამუშაოებისთვის თანხის 65%-ია ათვისებული

05-07-2023 16:42:49

ბათუმი(ანგისა)-ახლციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გმოყოფილი თანხის 65%-ი უკვე ათვისებულია და პროექტის დასრულება, კონტრაქტის თანახმად, 30 სექტემბრის ჩათვლით იგეგმება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სადეპუტატო კითხვის პასუხად მომხადებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან 2022 წლის 13 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი(ანგისა)-ახლციხის საავტომობილო გზის კმ0+000-კმ4+100 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ ახორციელებს.

ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 19 399 999.27 ლარს, დღგ-ს ჩთვლით. დღეის მდგომარეობით სარეაბილიტაციო მონაკვეთზე შესრულებულია 12 651 101.96 ლარის სამუშაოები, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2014 წელს დასრულდა, ხოლო ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 0+00- კმ4+100 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე მიმდინარე პროექტია. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები