აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, თურქეთის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 1.5%-ით გაიზარდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში (BTC) ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 27 მილიონ 635,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,9%-ით მეტია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე, განაცხადეს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში. ტრანზიტი - 2,4%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში BTC-ით ტრანსპორტირებული ნავთობის 82,7% - 22 მილიონ 854,5 ათასი ტონა (ზრდა 1,8%-ით - IF) აზერბაიჯანის ნავთობზე მოდიოდა.
BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.
უახლესი