დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ათი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2023 წელს ყველაზე მეტი კაპიტალი შემოვიდა

ათი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2023 წელს ყველაზე მეტი კაპიტალი შემოვიდა

11-03-2024 11:11:00

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების შემცირება.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 1 173.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 68.3 პროცენტით აღემატება, ხოლო რეინვესტიციამ 1 279.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია.

2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, 57.8 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა №3. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 24.6 პროცენტით, მეორეზე - ნიდერლანდები 22.6 პროცენტით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 10.6 პროცენტით.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები