აპრილის ბოლოსთვის რეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების (იშუინგი) რაოდენობამ 70 318 093 ერთეული შეადგინა, რომელიც მოიცავს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოპერაციებს.
სებ-ის მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციებით 5 642 419 000 ლარის ტრანზაქციები დაფიქსირდა, საიდანაც 89%-ი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების მოცულობაა, ხოლო დარჩენილი 11%-ი კი საზღვარგარეთ.
უფრო კონკრეტულად, ქვეყნის შიგნით აპრილში 5 047 324 000 ლარის ტრანზაქციები დაფიქსირდა, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ 595 095 000 ლარი.
ქვეყნის შიგნით განხორციელებული ტრანზაქციებიდან თანხის 63%-ი ბანკომატების განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის. სულ საუბარია 3 166 262 000 ლარზე. თანხის 37%-ის ბრუნვა კი სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში არსებული პოს–ტერმინალებში დაფიქსირდა - 1 874 604 000 ლარი.
რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციების ჯამურმა მოცულობამ 6 131 610 ერთეული შეადგინა, რომლითაც 595 095 000 ლარის ტრანზაქციები დაფიქსირდა, რომლის 11%-ი ანუ 63 003 000 ლარი ბანკომატებზე, ხოლო დარჩენილი 89%-ი 532 092 000 ლარი პოს-ტერმინალებით, იმპრინტერებით და ინტერნეტით გადახდებზე მოდის.
უახლესი