ბოლო 5 წელზე დაყრდნობით, რომ ვიმსჯელოთ ყოველწლიურად საშუალო 18 ათასიდან 20 ათას მომხმარებლამდე გვემატება - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ განაცხადა, რომელმაც ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ რიგით მეთხუთმეტე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის თემაც „წყალმომარაგება | შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო.
„ეკონომიკურ ფორუმზე საუბარი იყო წყალმომარაგების სექტორში არსებულ გამოწვევებზე და ამ საინვესტიციო მიდგომებზე, რომელიც კომპანიებს გააჩნიათ. ჩვენ ჩვენის მხრივ წარვადგინეთ ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს და ასევე დაგეგმილია სამომავლოდაც. 2024-2026 წლებში GWP-ი გეგმავს 363 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც სრულად მოხმარდება თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მოსახლეობის სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას. ეკონომიკურ ფორუმზე გვქონდა ასევე საუბარი იმაზე, რომ როდესაც ვსაუბრობთ საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე, აუცილებელია ვახსენოთ ამ საინვესტიციო პროექტების გავლენა მიწოდების სერვისზე და ასევე აღინიშნა, რომ ის საინვესტიციო პროექტები, რომელიც ჩვენს მიერ ხორციელდება თვისი შედეგი გამოაქვს და კონკრეტული მიმართულებებით უკვე გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება, როგორიცაა ერთ წყვეტაზე მომხმარებლების რაოდენობის შემცირება, თვითონ წყვეტების რაოდენობის შემცირება და ასევე მნიშვნელოვნადაა შემცირებული დანაკარგები წყალმომარაგების სისტემაში“, - აღნიშნა გიგა ნადირაძემ.
მისვე თქმით, GWP-ის ქსელს ახალი მიერთებების ფარგლებში ყოველწლიურად 20 ათასამდე აბონენტი ემატება და ეს მოიცავს როგორც კერძო სახლებს, ისე კორპუსებს.
GWP-ის აქტივების მართვის დირექტორის თქმით, ზოგადად წყლის მოხმარების დინამიკა გამრიცხველიანებულ სექტორში ერთი და იგივეა.
„თუმცა რომ შევადაროთ გამრიცხველიანებული სექტორი და იგივე კატეგორიის უმრიცხველო მომხმარებელს, ანუ პირობითად რომ ავიღოთ უმრიცხველო მომხმარებელი კერო სახლში და მრიცხველიანი მომხმარებელი კერძო სახლში 2-ჯერ აღემატება უმრიცხველო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარება იგივე კატეგორიის გამრიცხველიანებულ მომხმარებელს. თუმცა ეს ლოგიკა არ მუშაობს კორპუსების შემთხვევაში, ჩვენი ჩატარებული კვლევების თანახმად კორპუსებში მხოლოდ 20%-ით მეტ წყალს მოიხმარს უმრიცხველო მომხმარებელი იგივე მრიცხველიან მომხმარებელთან მიმართებაში. რასაც თავისი ახსნაც აქვს. კერო სახლში უფრო მეტია შესაძლებლობა იმისა, რომ მორწყვის ან სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს სასმელი წყალი. განსხვავებით კორპუსისა, სადაც ვერ ხდება ირიგაციის მიზნით სასმელი წყლის გამოყენება“, - აღნიშნა გიგა ნადირაძემ.
უახლესი