დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ADB-ში ხედავენ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ სხვა პროექტებშიც, რომელიც კერძო ინვესტორთან არის დაკავშირებული - ჯემალ ინაიშვილი

ADB-ში ხედავენ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ სხვა პროექტებშიც, რომელიც კერძო ინვესტორთან არის დაკავშირებული - ჯემალ ინაიშვილი

10-05-2024 12:00:00

აზიის განვითარების ბანკში ხედავენ იმის შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სხვა პროექტებშიც, რომელიც უშუალოდ კერძო ინვესტორთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე დღის უკან საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრა შეაფასა.

ჯემალ ინაიშვილმა ბანკის მიერ საქართველოში გაწეულ მუშაობასაც გაუხვა ხაზი და განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს. 

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელიც გაზრდის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას, განსაკუთრებით აზიის რეგიონში. მეორე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ აზიის განვითარების ბანკი ძალიან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს საქართველოში. უკვე ხედავენ იმის შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სხვა პროექტებშიც, რომელიც უშუალოდ კერძო ინვესტორთან არის დაკავშირებული. ეს უკვე კარგი ნიშანია“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები