13-19 ნოემბერს იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული გაიმართება. კვირეული იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით წელს უკვე მერვედ იმართება და მისი მიზანია იტალიის კულინარიული ტრადიციების, ენოგასტრონომიული ცოდნისა და გამორჩეული იტალიური ნაწარმის პოპულარიზაცია.
კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებები არა მხოლოდ იტალიური კულინარიული ტრადიციებისა და შესანიშნავი რეცეპტების, არამედ იტალიური ინგრედიენტების მრავალფეროვნებისა და უნიკალური გემოების წარმოჩინებასაც ისახავს მიზნად. კვირეულის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ჩატარდება სემინარები და კონფერენციები, დეგუსტაციები და შეფ-მზარეულებთან შეხვედრები, რომლებიც საუკეთესო იტალიურ აგრო-სასურსათო პროდუქციას, კვებით კულტურასა და კვების წესს მიეძღვნება.
საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით ორგანიზებული ღონისძიებების პროგრამა ასეთია:
იტალიური სამზარეულოს კვირეული დაიწყება ორშაბათს, 13 ნოემბერს (დასაწყისი 17:30სთ-ზე) პოლენცოს უნივერსიტეტის პროფესორის, მიკელე ფილიპო ფონტეფრანჩესკოს ლექციით თემაზე "სამზარეულო, როგორც ტურიზმისა და ადგილობრივი განვითარების მამოძრავებელი ძალა". ღონისძიება, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება, ორგანიზებულია იტალიის საელჩოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
ლექციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსის ,,მაკარონის ხელნაკეთობები“ ფარგლებში დანტეს ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ მაკარონისგან შექმნილი სკულპტურების გამოფენა, რომელიც გამარჯვებული ნამუშევრის დაჯილდოებით დასრულდება.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი