დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
100 000-ზე მეტ ავტომობილს გავუწიეთ მომსახურება, წლიდან-წლამდე რიცხვი 20%-ით იზრდება - OTO MOTORS

100 000-ზე მეტ ავტომობილს გავუწიეთ მომსახურება, წლიდან-წლამდე რიცხვი 20%-ით იზრდება - OTO MOTORS

10-05-2024 16:00:00

მოთხოვნიდან გამომდინარე, გაფართოება, განუწყვეტლივ დღის წესრიგშია და ამისთვის მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან OTO Motors-ის საოპერაციო დირექტორი.

თამუნა ბაქრაძის განცხადებით, OTO Motors ბაზარზე 28 წლიანი გამოცდილებით მუშაობს და ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ 100 000-ზე მეტ ავტომობილს გაუწია დახმარება, წლიდან წლამდე კი, ეს რიცხვი 20%-ით იზრდება. 

„ავტომობილების მოვლის სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად მოთხოვნა ძრავის ზეთებზეა. შემდეგ კი, მოდის სავალი ნაწილების პრობლემა და ელექტრობა. თუმცა ავტომობილის მოვლის კომპლექსურობიდან გამომდინარე სხვა ბევრმა პრობლემამაც შეიძლება იჩინოს თავი - ოტო მომხმარებელს 100-ზე მეტ ავტო სერვისს სთავაზობს“, - აცხადებს ბაქრაძე.

OTO Motors-ი ბაზარზე ამ ეტაპზე 6 ფილიალით არის წარმოდგენილი.  კომპანიის სერვის ცენტრი კი დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის 176-ში მდებარეობს.

„ავტომობილის მოვლა სენსიტიური თემაა - ზუსტად ისეთივე ზრუნვა და ყურადღება სჭირდება, ზუსტად ისე ვუფრთხილდებით და თავს ვევლებით, როგორც ოჯახის სრულუფლებიან წევრს.

შესაბამისად, მომხმარებელი ყოველთვის ფიქრობს ხარისხიან სერვისზე და გადაწყვეტილებასაც, უმეტესად, ავტოსერვისის გამოცდილებაზე ამყარებს. OTO Motors-ის უპირატესობაც სწორედ ესაა - მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალკვალიფიციური პერსონალი. მომხმარებელზე სრულად ორიენტირებული მიდგომა ვფიქრობთ ბაზარზე განგვასხვავებს კონკურენტებისგან, ჩვენი ერთგული მომხმარებლების შეფასებებიც ამაზე მეტყველებს“, - აცხადებს OTO Motors-ის საოპერაციო დირექტორი.

მისვე განმარტებით, OTO Motors მუდმივად ზრუნავს არა მხოლოდ მომხმარებლის, არამედ თანამშრომლების კმაყოფილებაზე. 

„ვცდილობთ, ყველა თანამშრომელს შევუქმნათ კომფორტული გარემო, მორგებული სამუშაო გრაფიკი და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება; დიდ ყურადღებას ვუთმობთ ორგანიზაციულ კულტურას და თანამშრომლებს შორის გუნდური და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას. ამიტომაც, ჩვენთან კადრების გადინების ძალიან დაბალი მაჩვენებელია“, - აცხადებს თამუნა ბაქრაძე. 

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ OTO Motors-ი მთელი ამ 28 წლის მანძილზე არ წყვეტს განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვას, შესაბამისად, მუდმივად მიდის მოლაპარაკებები ახალ ბრენდებთან და მწარმოებლებთან. 

„დღეს OTO Motors-ი 100-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და პროდუქციის მრავალფეროვნება მუდმივად იზრდება. პროდუქცია სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო ნებისმიერ ნაწილსა თუ დანადგარებს, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური მოთხოვნების დაკმაყოფილებას“, - ამბობს თამუნა ბაქრაძე.

რაც შეეხება კითხვას, საქართველოში არსებული ავტოპარკიდან ყველაზე ხშირად რომელი ბრენდების ავტომობილებს უწევს OTO Motors-ი  სერვისებს, კომპანიის საოპერაციო დირექტორ აცხადებს, რომ „ყველაზე ხშირად სერვისზე მოთხოვნა ტოიოტას, ჰიუნდაისა და ფორდის ავტომობილებზე მოდის“.

ცნობილია, რომ OTO Motors-ი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 7 მილიონ ლარს შეადგენს.

„წეროვანში 9000 კვადრატულ მეტრზე სასაწყობე სივრცის აშენება უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულება იგეგმება, რომელიც გააერთიანებს სასაწყობე სივრცესა და სხვადასხვა პროდუქციის შოურუმს. პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს OTO Motors-ის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს ოპერაცია, რაც საშუალებას მოგვცემს ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შევინარჩუნოთ“, - აცხადებს OTO Motors-ის საოპერაციო დირექტორი. 

OTO Motors-ი 2008 წლიდან ოპერირებს და ის საავტომობილო პროდუქციის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახდენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით არის წარმოდგენილი და სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო ნებისმიერ მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები