მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 93 ერთეული შეადგინა, რაც 37%-ით მეტია აპრილში დაფიქსირებულ პრეტენზიებთან შედარებით.
სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პრეტენზიების 84%-ი სამომხმარებლო სესხის მიმართულებით დაფიქსირებულ პრეტენზიებზე მოდის. უფრო კონკრეტულად, ერთ თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიმართ 59 პრეტენზია დაფიქსირდა ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოების გამო, 28 პრეტენზია შევიდა ადმინისტრაცია/მომსახურების გამო, ხოლო 1-1 პრეტენზია მოდის საპროცენტო შენატანებსა და ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით. დარჩენილი 4 პრეტენზია კი სტატისტიკაში „სხვა“ კატეგორიაშია გაყვანილი.
უახლესი