საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" ზოო მაღაზიის, ტკბილეულის მაღაზიის, სამრეცხაოს და საბავშვო გასართობი ცენტრის გახსნა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც კომპლექსის ტერიტორიაზე კომერციული ფართები იყიდება.
„მწვანე ალმასი" ეს არის თანამედროვე, კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში:
საცურაო აუზები, დასასვენებელი და სავარჯიშო სივრცეები, სპორტული მოედნები, სარბენი და სასეირნო ბილიკები, კომერციული ობიექტები, უსაფრთხო გარემო.
„მწვანე ალმასის“ პროექტს დეველოპერული კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ ახორციელებს და ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს.
„მწვანე ალმასის“ორი ეტაპი უკვე დასრულებულია და მას მობინადრეებიც ჰყავს, რომელთაც საშუალება აქვთ, ქალაქის აჩქარებული ტემპისგან გადაღლილები, სიმშვიდეში, კომფორტსა და მწვანე გარემოში განიტვირთონ.
პროექტის უნიკალური ინფრასტრუქტურა გათვლილია წელიწადის 4-ვე სეზონზე. თუ ზამთარში შეგიძლიათ, ბილიკებზე ისეირნოთ და სკვერში განიტვირთოთ, ზაფხულში ამის საშუალებას აუზები მოგცემთ, რომლებიც ყოველდღიურად სუფთავდება. ფერთა პალიტრა კი რაც კომპლექსში შესვლისთანავე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპლექსი მდებარეობს ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე - ოლიმპიური აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფეხბურთის მოედნები - ყველაფერი ხელმისაწვდომ დისტანციაზეა.
„მაქრო ჯგუფის“ მიერ შემუშავებული კონცეფციაა, რომელიც თავისი არსით ცხოვრების ყველა ასპექტში გაუმჯობესებულ სტანდარტებს მოიცავს, იქნება ეს სახლი, სამუშაო ადგილი თუ სოციალური გარემო. მომხმარებელთათვის სრული, კომპლექსური სერვისის მიწოდება, მომსახურების ახალი, მაღალი სტანდარტის დანერგვა და ბაზარზე წამყვანი კომპანიის ნიშის დაკავება - ,,მაქრო ჯგუფის”ძირითადი ამოცანებია.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეიქმნა კომპლექსი „მწვანე ალმასი“ - საცხოვრებელი ბინები, ათასობით კვადრატული მეტრი გამწვანებული ეზო, საცურაო აუზები, სპეციალური ადგილები სხვადასხვა სპორტული აქტივობისათვის, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ფართები - ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც სჭირდება მომხმარებელს მყუდრო და მშვიდ, ქალაქის ხმაურიანი რიტმისგან მოშორებულ ადგილას საცხოვრებლად. თანამედროვე, კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში - სწორედ ეს გახლავთ Smart Living კონცეფციის განხორციელება რეალურ ცხოვრებაში.
კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია კომერციული ობიექტები - ქსელური სუპერ-მარკეტები, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაღაზია, აფთიაქი, კაფე, რესტორანი, საცხობი, ესთეტიკური სილამაზის სალონები, ავტო-სამრეცხაო და ა.შ. კომპანიის მიდგომაა, რომ მომხმარებელმა კომპლექსიდან გაუსვლელად მიიღოს ყველა საჭირო მომსახურება. ამ ეტაპზე კომპანიას გასაყიდად დარჩენილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ 6 კომერციული ფართი და მომხმარებელთა საჭიროებებიდან გამომდინარე კომპანია სთავაზობს ბიზნესით დაინტერესებულ პირებს კომპლექსის ტერიტორიაზე შეიძინონ კომერციული ფართები და გახსნან ისეთი ობიექტები, როგორებიცაა მაგალითად ზოო-მაღაზია, სამრეცხაო, გასართობი ცენტრი და ა.შ.
„კომპლექსის სამი ეტაპიდან 2 უკვე დასრულებულია და აქ დაახლოებით 2500-3000 ადამიანი უკვე ცხოვრობს. ჩვენი კომპლექსის მაცხოვრებელთა უმეტესობას ჰყავს შინაური ცხოველი და სწორედ ამიტომ, ვთავაზობთ ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს შეიძინონ ჩვენთან კომერციული ფართი და დაიწყონ თავისი საქმე ამ მიმართულებით. გარდა ამისა, კომპლექსში ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობს, ძალიან მაღალია გაქირავებული ბინების რაოდენობაც, ამიტომ, ჩვენი მაცხოვრებლებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად ვთავაზობთ ბიზნესმენებს კომერციული ფართების შეძენას და ამ დახურულ კომპლექსში თავისი საქმის წამოწყებას. ფასებიც და გადახდის პირობებიც ჩვენთან საკმაოდ მოქნილი და ხელსაყრელია.“ - განაცხადა „მაქრო ქონსთრაქშენის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ბესიკ ლილუაშვილმა.
უახლესი
12 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე14 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა14 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს