საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განმარტებით, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ.
მანამდე ინფორმაცია, რომ რუსეთის „ეფესბეს" ექნება წვდომა იმ მომხმარებლების მონაცემებზე, რომლებიც საზღვარგარეთ სარგებლობენ რუსული კომპანიის, Yandex Taxi-ის, სერვისით.
Yandex-ი ამ ინფორმაციას უარყოფს. კომპანიის პრესსამსახურმა გამოცემა „მედუზას" განუცხადა, რომ ტაქსით მგზავრობის შესახებ ინფორმაციის მიღება მხოლოდ იმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ, სადაც ტაქსის სერვისით სარგებლობენ.
უახლესი
2 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები