დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვის შემოაქვს საქართველოში ავტონაწილები - TOP-5 კომპანია

ვის შემოაქვს საქართველოში ავტონაწილები - TOP-5 კომპანია

16-07-2023 14:00:01

ვის შემოქვს საქართველოში ავტონაწილები, სხვა მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის? საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ბრუნვის მიხედვით TOP - 5 კომპანია გამოიკვეთა: 

  • სს RMG Copper
  • შპს აქ ილ ზემინ
  • შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ
  • შპს მაქრო ქონსთრაქშენ
  • შპს მენარდ ჯორჯია

(კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

სს RMG Copper- სააქციო საზოგადოებ1996 წელს დაუძნდა.  სამეწაერმეო რეესტრის მონაცემმებით, კომპანია, რამდენიმე ბიზნესსუბიექტს შეერწყა. შპს "საქართველოს სამთამადნო კომპანია"   (225385525) შერწყმა სს RMG Copper   (225358341) 27/06/2007 შპს ეკოგრამი   (205262543) შერწყმა სს RMG Copper   (225358341) 03/10/2014 შპს გეოკონსალტინგგრუპ   (205282950) შერწყმა სს RMG Copper   (225358341) 06/11/2014 შპს პრემიერ მოტორსი   (404981668) შერწყმა სს RMG Copper   (225358341) 07/11/2014 შპს Mining Investments Copper   (404977753) შერწყმა სს RMG Copper   (225358341) 17/11/2014 შპს ეკოლოგი   (225359607) შერწყმა სს RMG Copper   (225358341) 06/09/2016. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოებას სამეთვალყურეო საბჭო მართავს: თავმჯდომარე/წევრი: დმიტრი ტროიცკი, /რუსეთის ფედერაცია/   თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: დმიტრი კორჟევი, /რუსეთის ფედერაცია/  წევრი: ირინა ნიკიფოროვა, /რუსეთის ფედერაცია/

შპს აქ ილ ზემინ - შპს 2018 წელს დაფუძნდა, რომელსაც 4 პირი ფლობს: მუსტაფა ჰალუქ ქოთერ,  /თურქეთი/ 50 50%;  ოზგურ აქდენიზ /თურქეთი/ 30%; ნინო გოშაძე-აქდენიზ -15%; გოგიტა გორგილაძე 5%;. კომპანიის დირექტორია თურქეთის მოქალაქე ოზგურ აქდენიზი. 

შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი - 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თეგეტა მოტორსი. 

შპს მაქრო ქონსთრაქშენ - 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს თურქული ემინ უჩარ, საქართველო ფლობს. კომპანიის დირექტორია თურქეთის მოქალაქე - მურათ ავჯი. 

 შპს მენარდ ჯორჯია - კომპანია 2019 წელს და კომპანიის 100%-ს  სააქციო საზოგადოება სოლეტანშ ფრისსინეტ სას ოფ (სფრანგეთი) ფლობს. კომპანიის დირექტორია - მარკ ლაკაზედიო /საფრანგეთი/ დირექტორი - ედუარდ პოისსონი /საფრანგეთი/ ნატალია რუჩინსკა /პოლონეთი/ მმართველი დირექტორი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები