საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი რესტორნები ცნობილია (2022 წლის წინასწარი მონაცემები)
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 კომპანია გამოიკვეთა, რომელიც სარესტორნო ბიზნესში საქმიანობს.
((სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს კიოსკ ჯორჯის - მესაკუთრე და 100%-იანი წილის მმართველია გლობალ ინვესტორს ლიმიტედი, რომელიც მალტაზეა რეგსტრირებული. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრია - სამსონ ფხაკაძე, თავმჯდომარის მოადგილე : ლევან ფხაკაძე, წევრი: სოფიო გაფრინდაშვილი. კომპანიის დირექტორია გიორგი მშვილდაძე,
შპს Iberia Food Company - 100% ოთარ ქათამაძე ფლობს.
შპს თ და კ რესტორნები - თემურ ჭყონია 90%, თენგიზ კაპანაძე 10%.
სს ვენჯორჯია - სამეთვალყურეო საბჭო - თავმჯდომარე/წევრი: სამსონ ფხაკაძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ლევან ფხაკაძე, წევრი: ალექსი სირბილაშვილი, დირექტორი - გიორგი მშვილდაძე,
შპს წისქვილი ჯგუფს ოთხი მფლობელი ჰყავს - ლაშა ჩხაიძე - 37.99% ოთარ ლოლაშვილი - 17.51% შოთა საღლიანი, 30% ლიდია ბარამია, /უკრაინა/ - 14.5%
უახლესი