ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ შესაძლოა, 2024 წლის მეორე ნახევარში, ინვესტორმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს.
„ჩვენ 70 მილიონს ვხარჯავთ ინფრასტრუქტურაში, რაც შეეხება ინვესტიციას, ვფიქრობ, რომ წლის პირველ ნახევარში ინვესტორთან შესაძლებელი იქნება მოლაპარაკების დასრულება და წლის მეორე ნახევარში დაიწყება პორტის მშენებლობა.
როგორი გრაფიკი იქნება ინვესტორთან შეთანხმებული და რომელ თვეში რა სამუშაოს შეასრულებს ამას დღეს ვერ გეტყვით თუმცა, წლის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება ამ პროექტის დაწყება.
სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულ 70 მილიონში არ შედის გზა, არ შედის რკინიგზა. ეს არის ინფრასტრუქტურა, ეს პროექტი უშუალოდ უნდა განხორციელდეს წყალში. ე.წ. ტალღმჭრელები, დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია პორტის მშენებლობისთვის.
რაც შეეხება რკინიგზასა და გზის მშენებლობას... ეს იქნება ცალკე პროექტი, რომელსაც გააკეთებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ეს პროექტი დაიწყება მას შემდეგ რაც ხელშეკრულების გასრულების პროცედურები დასრულდება ინვესტორთან.
როგორც კი დაიწყება პორტის მშენებლობა, ინფრასტრუქტურისთვის გამოეყოფა შესაბამისი თანხები, რათა დაიწყოს გზის მშენებლობა და უფრო ადრე აშენდება ეს გზა, ვიდრე პორტი.
რაც შეეხება ინვესტორს, მიმდინარეობს შესაბამისი კონკურსის პროცედურა. ვფიქრობ, რომ წლის პირველ ნახევარში შესაძლებელი იქნება კონკურსი დასრულდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს და საბოლოო ხელშეკრულება გაფორმდეს და წლის მეორე ნახევარში ინვესტორი შეძლებს სამუშაოების დაწყებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება ამ 70 მილიონზე მეტი ინვესტორისთვის გასაწევი თანხა. მოლაპარაკებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ გადაწყდეს რა გრაფიკით უზრუნველყოფს ინვესტორი ინვესტიციებს და რა გრაფიკით უნდა უზრუნველვყოთ ჩვენ ინვესტიციები. შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ დაიყოს მშენებლობა, ინვესტორმა გაიღოს თანხის ნაწილი და შემდეგ ჩვენ აუნაზღაუროთ. 2024 წელს უშუალოდ პორტის მშენებლობის ნაწილში თანხა გადასახდელი არ გვექნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.
უახლესი
3 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება17 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?22 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა