პოტენციურად ყველაზე მეტი გართულება სწორედ გრიპის ვირუსს ახლავს, - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ სეზონურ ვირუსებზე საუბრისას.
მისი თქმით, მოლოდინი იმისა, რომ შემდეგი კვირების განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს რეალურად არსებობს.
„მიმართვიანობის მკვეთრი გაზრდის გამო იძულებული ვიყავით გაგვეზარდა საწოლ-ფონდი და პაციენტებს ვიღებთ უკვე ორ პედიატრიულ დეპარტამენტში.
გრიპით ინფიცირებული ადამიანი გადამდებია დაავადების ნიშნების გამოჩენამდე 24 საათით ადრე. დისტანცირება ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება. ჰაერწვეთოვანი გზა განიხილება, როგორც გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვან გზად“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
უახლესი