2023 წელს წინა წელთან შედარებით 25%-იანი ზრდა გვქონდა. ძირითადი შემოსავლის წყარო იყო კორპორატიული სტილი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „რუმორის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა მაკუნა გოგიბედაშვილმა განუცხადა.
რუმორი 4 წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. საკუთარი წარმოება 3 წელია რაც გახსნა მანამდე კი აუთსორზე ( აუთსორსინგი არის კომპანიისთვის საჭირო მომსახურების მიღება გარე წყაროდან) კერავდნენ კოლექციებს.
„რუმორის“ შეთავაზება საცალო ბაზარზე არის ქალის ყოველდღიური ტანისამოსი, რომელიც გარდამავალ ზომებშია. გარდა ამისა აქვთ კორპორაციული სტილის ხაზი, რომელსაც სთავაზობს კომპანიებს მათი „ბრენდბუქის“ გათვალისწინებით.
„მანამდე ვიკვლევთ კომპანიის სურვილებს რა არის უფრო მნიშვნელოვანი - მატერიის ხარისხი, დეტალები თუ სხვა პრიორიტეტი. ამის შემდეგ გვაქვს გასაუბრება კომპანიის თანამშრომლებთან და მათი პრაქტიკულობისთვის ვქმნით ისეთ ტანისამოსს, რაც სამუშაოს შესრულებისას კომფორტული იქნება და სამუშაო პროცესს უფრო ნაყოფიერს გახდის.
გვაქვს ასევე სასაჩუქრო შეთავაზებები კომპანიებისთვის დღესასწაულებზე. მაგალითად, საახალწლოდ თანამშრომლებისთვის ხშირად კერავენ ჩანთებს, ჰუდებს და სხვა აქსესუარებს.
ამასთან, გვაქვს შეთავაზება ქართული ბრენდებისთვის, რომელთაც წარმოება არ აქვთ და აუთსორზე ( აუთსორსინგი არის კომპანიისთვის საჭირო მომსახურების მიღება გარე წყაროდან.) არიან.
ვცდილობთ, შევუქმნათ ხარისხიანი წარმოება და მათთვის აუთსორზე ატელიე გავხდეთ, რათა ადგილობრივ ბაზარზე ფეხი მოიკიდონ“, - ამბობს მაკუნა გოგიბედაშვილი.
მისი თქმით, კომპანიას კორპორაციული დაკვეთები ამოძრავებს. „იქიდან გამომდინარე რომ ისეთ პროდუქტს ვთავაზობთ კომპანიებს, რომელიც ბაზარზე ამ ეტაპზე არ არის, რადგან ჩვენს შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება თარგის შექმნა“.
რაც შეეხება 2024 წლის გეგმებს, კომპანია აქტიურად აპირებს ექსპორტზე გასვლას.
„დღეს მივფრინავთ საფრანგეთში, პარიზში არის გამოფენა, რომელიც უცხოელი სტარტაპერებისთვისაა განკუთვნილი. გამოფენა 4 დღე გაგრძელდება, სადაც შეხვედრები გვექნება ბაიერებთან, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან ახალი კომპანიების კოლექციების წარდგენით თავის ქსელში და იმედი გვაქვს მნიშვნელოვანი კონტრაქტით დავბრუნდებით“, - ამბობს „რუმორის“ თანადამფუძნებელი.
2024 წელს „რუმოროი“ გეგმავს საწარმოში ISO-ს ხარისხის დანერგვას, რაც ექსპორტზე გასვლის პროცესს გაამარტივებს.
„ბაზრების მოძიებით ვართ დაკავებული და საფრანგეთის გამოფენაც ერთ-ერთი შესაძლებლობაა. ჩვენი სურვილია, გავზარდოთ გაყიდვების ქსელი და რამდენიმე მოლში ვიყოთ წარმოდგენილი, ოღონდ ეს არ იქნება კომპანიის მაღაზია, არამედ ქართველი დიზაინერების სივრცე, სადაც კოლექციებს განვათავსებთ“, - ამბობს მეწარმე.
ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებულია 15 ადამიანი. „რუმორის“ატელიე- აუთლეთი მდებარეობს მარშალ გელოვანის 36-ში, სადაც ქართველი დიზაინერების სივრცეა განთავსებული. ასევე მომხმარებელს „რუმორის“ ნაწარმის ყიდვა შეუძლია სოციალურ ქსელებსა და ონლაინ შეუძლია.
უახლესი
1 საათის წინ
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მცირდება18 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა