დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის - შალვა პაპუაშვილი

უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის - შალვა პაპუაშვილი

05-08-2023 17:32:12

უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით ჩვენ, იყო სპეკულაციები, მათ შორის ვერტმფრენების თემაც, რომელიც დღემდე აქვთ. არ ყოფილა არცერთი სამაშველო ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდათ მაშველებს და რომელიც არ შესრულდა, - ამის შესახებ მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით ჩვენ, იყო სპეკულაციები, მათ შორის ვერტმფრენების თემაც, რომელიც დღემდე აქვთ. არ ყოფილა არცერთი სამაშველო ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდათ მაშველებს და რომელიც არ შესრულდა. იქნებოდა ეს ვერტმფრენების გამოყენება, ფიზიკური შესვლა თუ ტექნიკა - გვყავს საკმარისი ცოცხალი ძალა და ტექნიკა, სამი სხვადასხვა მიმართულებით კეთდება შესასვლელი გზა. ასე რომ, საჭიროება არ არის. არავის არ ეთაკილება დახმარების თხოვნა, როცა ეს საჭიროა, მაგრამ ეს არის სამწუხარო აქციონიზმი, რომელიც ხანდახან გარკვეულ ჯგუფებს ჩვენს ქვეყანაში ახასიათებთ“, - აცხადებს პაპუაშვილი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები