,,უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთში შიდა პოლიტიკური რისკის გაზრდის გამო, საქართველოში რუსი ემიგრანტები, სავარაუდოდ, ქვეყანაში დარჩებიან უფრო დიდი ხნის განმავლობაში," - აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ი წერს.
მშპ-ს რეალური ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარში საშუალოდ 7.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მიუთითებს რომ ფინანსური და მიგრაციული შემოდინება გაგრძელდება, განსაკუთრებით რუსეთიდან, ტურიზმის სექტორის ძლიერ აღდგენასთან ერთად.
მიუხედავად ამისა, ჩვენ მოველით, რომ ზრდა შემცირდება წელს რამდენიმე ფაქტორის გამო, მათ შორის შიდა მიგრაციის შემცირების, უცხოეთიდან ფინანსური შემოდინების შემცირების, მკაცრი ფინანსური პირობებისა და გარე მოთხოვნის შემცირების გამო. ამიტომ, ჩვენ ველით, რომ ზრდა შემცირდება ჯერ კიდევ მყარ 6.1%-მდე 2023 წელს გასული წლის 10.1%-დან.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ განიცადა რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლების ტენდენცია, ეს შეიცვალა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსეთიდან გზავნილების წილი თითქმის 50%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა რუსეთიდან გზავნილების შემცირდების ტენდენცია გაგრძელდება თუ არა მომდევნო თვეებში, რუსეთი აღნიშნულ მაჩვენებელში კვლავ მნიშვნელოვან კონტრიბუტორად დარჩება," - ნათქვამია S&P Global Ratings-ის მიმოხილვაში.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები