თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავის კაპიტანმა, რომელიც ასრულებდა რეისს სტამბოლი-ჰო ჩიმინი (ვიეტნამი) ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა.
ამის შესახებ Report-ს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გახდა. Airbus A350 თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა ბაქოს აეროპორტში ადგილობრივი დროით 06:52 საათზე. დაფრენისთანავე მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფს გადასცეს და დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
უახლესი