სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, საქართველოში 178 556 ბიომეტრიული პასპორტი გაიცა.
ინფორმაციისთვის, უსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის - ბიომეტრიული პასპორტის სანდოობა აღიარებულია საერთაშორისო დონეზე;
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია;
ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეზე.
ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია:
სააგენტოს დისტანციური მომსახურების საშუალებით; სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში; იუსტიციის სახლებში; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.
უახლესი
12 საათის წინ
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნეს განათლების სერიებს12 საათის წინ
ფეროშენადნობების ექსპორტი 102%-ითაა გაზრდილი