თოლია - Tolia სანაყინეების ქსელის გაფართოებას აგრძელებს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „თოლიას“ მარკეტინგის დირექტორმა სანდრო ლომთაძემ განაცხადა, 2025 წელს ამ მიმართულებით გაყიდვების 50%-იანი ზრდაა ნავარაუდები.
ამ დროისათვის „თოლია“ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეულ სანაყინეს ფლობს.
„დღეისათვის „თოლია“ აერთიანებს 30 ობიექტს. მათ შორის ერთ-ერთი, პეკინის გამზირზე მდებარე ობიექტი, სულ რაღაც 2 კვირის უკან გაიხსნა. ასევე უახლოეს მომავალში დაგეგმილია ახალი ობიექტის გახსნა მარჯანიშვილზე. რაც შეეხება „თოლიას“ სანაყინეების მოცვას, თბილისის გარდა ობიექტები გაქვს ბათუმსა და ქუთაისში.
ვგეგმავთ, რომ ზაფხულისთვის ბათუმში კიდევ მინიმუმ 2 ობიექტი დავამატოთ“, - აცხადებს სანდრო ლომთაძე.
„თოლიას“ მარკეტინგის დირექტორის თქმით, სანაყინეები ქსელის გაფართოების პარალელურად იზრდება გაყიდვებიც.
„ობიექტების გახსნასთან ერთად იზრდება გაყიდვებიც. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თითონ ცალკე აღებულ სანაყინეშიც იზრდება ბრუნვის მაჩვენებლები. 2025 წელს გაყიდვების დაახლოებით 50%-იან ზრდას ვარაუდობთ. თუმცა გაქვს შესაბამისი გეგმები და ამბიციებით, თუ რატომ უნდა მივაღწიოთ ასეთ ზრდას“, - ამბობს „თოლიას“ წარმომადგენელი.
სანაყინეების მაგალითზე, გაყიდვები პიკს ივნის-ივლისში აღწევს, ხოლო ყველაზე მოთხოვნად ნაყინად „თოლიას“ მენეჯმენტი ვანილის ნაყინს ასახელებს. მეორე პოზიციაზე შოკოლადის ნაყინია.
„თუმცა ვანილის ნაყინს ერთპიროვნული ლიდერობა აქვს და სხვა ნაყინებთან შედარებით ძალიან წინ არის“, - აცხადებს „თოლიას“ მარკეტინგის დირექტორი.
„თოლია“ დღეისათვის ნაყინის ბაზრის ლიდერი კომპანიაა და მას კონკურენტებიდან რამდენიმე ფაქტორი გამოარჩევს, შესაბამისად გამორჩეულია „თოლიას“ სანაყინეებიც და მისი მენიუ.
„პირველი, სხვა კომპანიებთან შედარებით „თოლიას“ სანაყინეების მოცვლა აქვს ძალიან დიდი. მეორე, თვითონ ბრენდი „თოლია“ ბაზარზე უკვე ძალიან ძლიერი ბრენდია. ანუ არამხოლოდ სანაყინეების მიმართულებით, არამედ ინდუსტრიული ნაყინების მიმართულებითაც. „თოლია“ არის ერთ-ერთი გამოცდილი ბრენდი. ჩვენს სანაყინეებში პროდუქციის საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებაა. ყველაფერთან ერთად გაქვს ასევე მომხმარებლების ლოიალურობა“, - ამბობს „თოლიას“ მარკეტინგის დირექტორი.
უახლესი
4 საათის წინ
სომხეთი - საქართველო | 19 მარტის განრიგი6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა