დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Togg-ის შესახებ საქართველოში უკვე ბევრმა იცოდა - პირველმა თურქულმა ელექტრომობილმა თურქეთ-საქართველოს საზღვარი გადმოლახა

Togg-ის შესახებ საქართველოში უკვე ბევრმა იცოდა - პირველმა თურქულმა ელექტრომობილმა თურქეთ-საქართველოს საზღვარი გადმოლახა

28-08-2023 12:20:26

თურქულმა ელექტრომობილმა Togg-მა, რომლითაც თურქეთის მოქალაქე ოქტაი ჩომაკი საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა, ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხოელი სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია.

33 წლის მეწარმემ თურქული Togg ივლისში იყიდა. ჩომაკმა და მისმა ოჯახმა ამ მანქანით პირველი უცხოური მოგზაურობა სწორედ მეზობელ საქართველოში განახორციელეს.

Anadolu-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჩომაკმა განაცხადა, რომ მანქანამ საქართველოში ადგილობრივი მოქალაქეების, თავად თურქეთის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყურადღება მიიპყრო.

ხალხი ელექტრომობილის ფონზე ფოტოებს იღებდა და კადრებს სოციალურ ქსელებში ავრცელებდა.

თურქეთის მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში ფოტოებს დააწერეს „ჩვენი ქვეყნის სიამაყე“.

ჩომაკმა თქვა, რომ ის Togg-ს უკვე ორი თვეა რაც მართავს და ძალიან კმაყოფილია შეძენით.

„ყოველთვის მაინტერესებდა ახალი ტექნოლოგიები. მანქანა არის ძალიან კომფორტული და მცირე ენერგიას მოიხმარს“, - თქვა ოქტაი ჩომაკმა. 

ჩომაკმა აღნიშნა, რომ საკუთარი სახლის ეზოში ელექტრომობილების დამტენი პუნქტის დამონტაჟებას გეგმავს.

„დამტენი სადგურის პოვნა ძალიან მარტივია, დღემდე არ გამიჭირვებია. არსებობს სპეციალური მობილური აპლიკაციები მათი საპოვნელად. ამ მანქანით დღემდე 5 ათასი კმ გავიარეთ. Togg ყოველთვის იპყრობს სხვების ყურადღებას, ისინი ითხოვენ უფრო ახლოს დაათვალიერონ, გადაიღონ სურათები. ზოგი მანქანის მართვის უფლებასაც კი ითხოვს“, - თქვა ოქტაი ჩომაკმა. 

„მანქანის ირგვლივ ხალხი ჯგუფურად შეიკრიბა. Togg-ის შესახებ საქართველოში უკვე ბევრმა იცოდა. ხალხი გამუდმებით იღებდა სურათებს, იკვლევდა მანქანას“, - ამბობს ოქტაი ჩომაკი. 

ჩომაკმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში თურქეთისა და ევროპის გზებზე სულ უფრო მეტი Togg-ის ავტომობილი იმოძრავებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები