დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Tegeta Truck & Bus-მა 2023 წელი გაყიდვების 84%-იანი ზრდის მაჩვენებლით დაასრულა

Tegeta Truck & Bus-მა 2023 წელი გაყიდვების 84%-იანი ზრდის მაჩვენებლით დაასრულა

23-02-2024 17:35:00

2023 წელითეგეტა ჰოლდინგისშვილობილმა კომპანიამ Tegeta Truck & Bus-მამასშტაბური ადგილობრივი თუ რეგიონული პროექტებით დახურა. გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი, საერთაშორისო ჯილდოები და ტენდერები - ასეთი იყო 2023 წელი MAN-ისოფიციალური დილერისთვის საქართველოში.

კომპანიის ისტორიაში პირველად, კომერციულ და კერძო სეგმენტზე, ჯამურად, 226 ერთეული ტექნიკა გაიყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. Tegeta Truck & Bus-მა, როგორც გერმანული ბრენდის, MAN-ის ოფიციალურმა იმპორტიორმა, საუკეთესო შედეგი აჩვენა ამ ბრენდის ორიგინალი ნაწილების რეალიზაციაში, შედეგად კომპანიამ 2023 წელს გაყიდვების მიმართულებით შთამბეჭდავ 84%-იან ზრდას მიაღწია.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: გასული წელი Tegeta Truck & Bus-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო როგორც კომერციული, ისე ავტობუსების ბიზნესის მიმართულებით. უშუალოდ კომერციული ტექნიკის რეალიზაციაში 113%-იანიზრდა ვაჩვენეთ. გარდა ამისა, 2023 წელს MAN-ის ტექნიკა იმაზე დიდირაოდენობით გაიყიდა, ვიდრე გასულ სამ წელში ჯამურად. გაყიდვებისკუთხით მეორე ადგილზეა ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი HINO, რომელიც სადისტრიბუციო სეგმენტზეა გათვლილი. გასულ წელს კომპანიაჰერცს“ HINO-60 ერთეული ტექნიკა გადავეცით. 2023-ში წარმატებით გაიყიდა Tegeta Truck & Bus-ის პორტფელში შემავალი ახალი ჩინური ბრენდის, XCMG-ის ტექნიკა, რომელიც გამოირჩევა სანდოობითა და ხარისხითმიუხედავად იმისა, რომ ამბრენდს ჩვენი მომხმარებელი ჯერ არ იცნობდა, 40 ერთეულის რეალიზაცია შევძელით და ამ მაჩვენებელს წელს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ“.

გასული წელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო რეგიონში განხორციელებული პროექტების მიმართულებითაც. ქართულმა კომპანიამ EBRD-ის საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში, ერევნის მუნიციპალიტეტს 87 ერთეული კომპრესირებულბუნებრივ აირზე მომუშავე, 12C ტიპის, MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსი გადასცა. ეს იყოთეგეტა თრაქ ენდ ბასისპირველი ნაბიჯი საერთაშორისო არენაზე, MAN-ის ბრენდთანერთად.

Tegeta Truck & Bus-მა EBRD-ის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 18-მეტრიანი ავტობუსების ტენდერშიცგაიმარჯვა. ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების50 ერთეული კომპანიამ უკვე შემოიყვანა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცა. ავტობუსები კონკრეტულ მარშრუტებზე თბილისში უკვე გადაადგილდება. წლის ბოლომდე კი მუნიციპალური ავტოპარკი, ჯამში, 160 ერთეული თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებით განახლდება. ავტობუსებს ტექნიკურ მომსახურებას უწევს თეგეტა თრაქ ენდ ბასისგამოცდილი მექანიკოსების 30-კაციანი გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობაზე. 2023 წელს ავტობუსებზე 17 000-მდე ინდივიდუალური სერვისი განხორციელდა.

 

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორირაც შეეხება კომერციულიტექნიკის მომსახურებას, თბილისში, „თეგეტა მოტორსისცენტრალურ ფილიალში, ფუნქციონირებს MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრი. თითქმისდასრულებულია გერმანული ბრენდის მეორე სერვის ცენტრის ავტორიზაცია, რომელიც ქუთაისში იხსნება. გარდა ამისა, დაწყებულია მუშაობა და წელს დასრულდება გეზ-ის ობიექტი, სადაც იქნება სატვირთოების ყველაზე დიდი სერვის ცენტრი მთელ ამიერკავკასიაში, რომელსაც ასევე ექნება MAN-ისავტორიზაცია“.

Tegeta Truck & Bus-ის პორტფელს 2023 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაემატა. გარდაამისა, კომპანიამ გადადგა პირველი ნაბიჯები ელექტროტექნიკის რეალიზაციის მიმართულებით.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „2023-ში დავიწყეთ ჩინური XCMG-ის ბრენდით აქტიურად ოპერირება სატვირთო ტექნიკის ბაზარზე. საქართველოში ჩინური ტექნიკის სეგმენტი მზარდია და ვფიქრობთ, XCMG-ის ბრენდი ამ ბაზარზე ჩვენი მთავარი დასაყრდენი იქნება. ასევე გადავდგითპირველი ნაბიჯები ელექტროტექნიკის მიმართულებით და შემოვიყვანეთ ცენტროსბრენდის, სრულად ელექტრული, მიკროავტობუსის ტიპის სადისტრიბუციო მანქანები“.

თეგეტა თრაქ ენდ ბასისწარმატებულმა საქმიანობამ გასულ წელს საერთაშორისოაღიარებებიც მოიპოვა. მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც 71 ქვეყნის იმპორტიორი ესწრებოდა, MAN-ის მეორადი ტექნიკის გაყიდვების მაღალიმაჩვენებლის გამო, კომპანიამ მიიღო ჯილდო - MAT TopUsed Best Practice. მეორე საერთაშორისო აღიარება კი დუბაიში მოიპოვა, სადაც გაიმარჯვა ნომინაციაშისაუკეთესო მარკეტინგული პრაქტიკა EMEA/CIS ქვეყნებში“.

წარმატებული 2023-ის შემდეგ Tegeta Truck & Bus- ამბიციური გეგმები აქვს 2024 წლისთვის. კომპანია გეგმავს 300 ერთეულამდე ტექნიკის რეალიზაციას, თავის პორტფელში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების დამატებას, ელექტრიფიცირების მიმართულების გააქტიურებას, ჩინური ტექნიკის ბაზარზე პოზიციების გამყარებასა დაMAN-ის ბრენდის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.

--

თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები