დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში სად შეიძლება დაიწყო Weekend-ის დილა გემრიელი საუზმით

თბილისში სად შეიძლება დაიწყო Weekend-ის დილა გემრიელი საუზმით

01-10-2023 10:04:05

სად შეიძლება Weeknd-ზე საუზმის გემრიელად დაიწყება? Business Insider Georgia გთავაზობთ 5 ქსელური რესტორნების ჩამონათვალს, სადაც გემრიელ საუზმესთან ერთად ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროც დაგხვდებათ. 

Strada • სტრადა - რესტორნების ქსელი სტრადა მდებარეობს თბილისში, რომელშიც წარმოდგენილია ამერიკული და აზიური სამზარეულო, შექმნილი შეფმზარეულების საერთაშიროსო გუნდის მიერ.

მენიუს სანახავად და მაგიდის დასაჯავშნად, გთხოვთ იხილოთ ლინკი:  https://linktr.ee/StradaTbilisi

Entrée • ანტრე - ანტრეს ობიექტები მდებარეობს, როგორც თბილისში ასევე ბაქოში. 

„ყველა მშვენიერი დღე მშვენიერი საუზმით იწყება! აღმოჩნდი სწორ დროს სწორ ადგილას და თავად აარჩიე შენი დილის იდეალური კომბინაცია“, - აცხადებენ ანტრეში.  მენიუს სანახავად გთხოვთ იხილოთ ლინკი: https://www.entree.ge/ka

PAUL Georgia - PAUL-ის თბილისში რამდენიმე რტესტორანი აქვს, სადაც სულ მუდამ ღიმილით გეგებებიან და რაც მთავარია ახლადგამომცხვარ ფრანგულ პურს და არომატულ ყავას შემოგთავაზებენ, რაც დაუვიწყარ გემოებს ქმნის თქვენს მაგიდაზე. Bon appétit! 

მენიუს სანახავად გთხოვთ იხილოთ ლინკი

პური გულიანი • Puri Guliani  -  პური გულიანი უნიკალური კონცეფციის მქონე სახაბაზოა, სადაც ქართული ხორბლითა და რეგიონალური პროდუქტებით, ყოველდღიურად მზადდება ტრადიციული კერძების, გულსართიანი პურ-ფუნთუშეულის და მადისაღმძვრელი დესერტების თანამედროვე ვარიაციები.

საინტერესო გასტრონომიული სივრცე და გულთბილი შეხვედრების ადგილი, პური გულიანი, ნებისმიერი გემოვნების მქონე სტუმრისთვისაა გათვლილი საუზმისთვის. ღია სამზარეულოსა და თანამედროვე ინტერიერის დეტალების წყალობით, აქ მოსულ ნებისმიერ სტუმარს შეეძლება თავად გახდეს კულინარიული პროცესის მონაწილე. თბილი პურ-ფუნთუშეულის თავბრუდამხვევი სურნელი, ვისთვის ბავშვობაში დაბრუნება, ვისთვის კი ახალი გასტრონომიული გამოცდილება იქნება. მენიუს სანახავად გთხოვთ იხილოთ ლინკი: https://puriguliani.ge/?page=menu

chicos.tbilisi -  Chicos ეს არის ახალი გასტრონომიული გამოცდილება თბილისში ფრანგული ბრენდის შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით. ცხადია შესანიშნავ საკვებთან და სასმელებთან ერთად. მენიუს სანახავად გთხოვთ იხილოთ ლინკი: https://linktr.ee/chicos.tbilisi

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

 

 

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები