დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში „ჯორჯიტას“ ახალი ფილიალი იხსნება

თბილისში „ჯორჯიტას“ ახალი ფილიალი იხსნება

21-09-2023 20:00:57

22 სექტემბერს თბილისში „ჯორჯიტას“ ახალი ფილიალი იხსნება. როგორც კომპანიაში აცხადებენ ახალი ფილიალი ა. პოლიტკოვსკაიას N29-ში მდებარეობს და გახსნასთან დაკავშირებით, 22 და 23 სექტემბერს, მხოლოდ აღნიშნულ ფილიალში, ყველა ექსკლუზიურ ბრენდზე 25%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი ევროპული  სუპერმარკეტი 2001 წელს, იტალიელი და ქართველი ბიზნესმენების ერთობლივი ძალისხმევით გაიხსნა. კომპანიის სახელწოდებაც “ჯორჯიტა” -  სიმბოლური კომბინაციაა - Georgia და Italy.

დაარსების დღიდან, კომპანია „ჯორჯიტა“ მაღალი ხარისხის ევროპული მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია. კომპანის მიზანია გაზარდოს ცნობადობა ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის მიმართ, ითანამშრომლოს ადგილობრივი წარმოების მაღალი სტანდარტების ქართულ კომპანიებთან და  იყოს მოწინავე  თანამედროვე და ხარისხიანი მომსახურების  კუთხით.

როგორც „ჯორჯიტას“ საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, სუპერმარკეტი „ჯორჯიტა“ გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით.

ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტები, ფრანგული პროდუქციის წამყვანი ხაზი Casino, LeaderPrice, იტალიური კომპანიები, Dileo, ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული  სხეულის მოვლის ჰიგიენური საშუალებები, უნიკალური იტალიური საპნის “Nesti Dante”-ს გამორჩეული კოლექცია, ორგანული პროდუქციის მწარმოებელი Clearspring დიდი ბრიტანეთიდან, ზეითუნისა და შერეული ზეთების ფართო ასორტიმენტით წარმოდგენილია : Costa D'oro, Yes Organic, Olearia Clemente, უმსხვილესი საყოფაცხოვრებო ქიმიის მწარმოებელი იტალიური ბრენდი Biochimica,  კომპანია "Mevalia"-ს დაბალცილოვანი პროდუქტი, თავის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს Parisienne Italia S.P.A , თმის საღებავების პროფესიონალური ხაზი Cosmedi, ყავის ფართო ასორტიმენტი კომპანია "Mauro Demetrio S.P.A"-სგან, "Dr.Schär"-ის უგლუტენო პროდუქცია  და ბევრი ხარისხით ცნობილი ევროპული პროდუქტი ჯორჯიტას დახლებზე მუდმივად ელის ერთგულ მომხმარებელს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები