დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში გაზის კომერციული ტარიფი 11 თეთრით შემცირდა

თბილისში გაზის კომერციული ტარიფი 11 თეთრით შემცირდა

01-09-2023 09:40:56

დღეიდან თბილისში გაზის კომერციული ტარიფი 11 თეთრით შემცირდა, ხოლო ბუნებრივი გაზის ფასი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის უცვლელი რჩება. 

ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც კომპანიის ვებგვერზეა ხელმისაწვდომი. 

„მოგეხსენებათ, რომ შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.

კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშ დოლარში. მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების  და ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი.

გამომდინარე აქედან, 2023 წლის 1 სექტემბრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. 

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები