თბილისში დღეში საშუალოდ მოძრავი ავტომობილების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 40%-ით გაიზარდა. ამის შესახებ business insider Georgia-ს მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ოფიციალური სტატისტიკით, დედაქალაქში დღეში საშუალოდ 650 000-მდე ავტომობილი მოძრაობს.
გარდა ამისა, ვიქტორ წილოსანის თქმით, ეკონომიკის ზრდას ერთად დედაქალაქში არა მხოლოდ ავტომობილების რიცხვი, არამედ მობილობაც იზრდება და ეს მაჩვენებელი ერთ წელში 30%-ით არის გაზრდილი.
იგივე თემაზე:
თბილისში პიკის საათში 600 ათასი ავტომობილი გადაადგილდება - კახა კალაძე
უახლესი
8 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა