დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-მა სამი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ერთი სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა

სებ-მა სამი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ერთი სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა

11-03-2025 09:21:00

სებ-მა 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ერთი სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა. ირკვევა, რომ სებ-ის მიერ დაჯარიმებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი დააჯარიმა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ორ კლიენტთან მიმართებით არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. ხსენებული დარღვევის ორი შემთხვევისათვის, სულ - 6,000 ლარი;

საერთო ჯამში სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი“ დაჯარიმდა - 6 000  ლარის ოდენობით.

სებ-მა დააჯარიმა ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  „მისო მონეტა ექსპრესი”. 

„საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის 5  ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 5 შემთხვევისათვის - სულ - 10,000 ლარი“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 10,000 ლარის ოდენობით.

მარეგულირების მხრიდან დაჯარიმდა ასევე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტი“. ირკვევა, რომ 2 კლიენტთან მიმართებაში დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. ხსენებული დარღვევის ორი შემთხვევისათვის, სულ - 6,000 ლარი;

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო, ნახსენები დარღვევის ერთი შემთხვევისათვის, სულ - 2,000 ლარი;

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის 1 ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 1 შემთხვევისათვის - სულ - 2,000 ლარი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 10,000 ლარის ოდენობით.

დაჯარიმებულია სესხის გამცემი სუბიექტის შპს „თ-ნ გოლდ“-ი. სებ-ში განმარტავენ, რომ განხორციელდა სესხის გამცემი სუბიექტის შპს „თ-ნ გოლდ“-ის დაჯარიმება 29,000  ლარის ოდენობით, კერძოდ:

„სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. სესხის გამცემი სუბიექტი  საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 01 მარტს. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის ბრძანება №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ანგარიშვალდებული პირი, რომელსაც საქმიანობა დაწყებული აქვს ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარუდგინონ აღრიცხვის შევსებული ფორმა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ანგარიშვალდებულ პირს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შესაბამისი აღრიცხვის ფორმა უნდა წარედგინა 2020 წლის 20 ნოემბრამდე, თუმცა სესხის გამცემი სუბიექტის მიერ პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა განხორციელდა 2021 წლის 20 იანვარს. შესაბამისად დგინდება, რომ სესხის გამცემი სუბიექტის შპს „თ-ნ გოლდ“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404571414) მიერ აღრიცხვის ფორმის წარდგენა მოხდა დაგვიანებით. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5,000 ლარის ოდენობით;

სესხის გამცემი სუბიექტის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 4,000 ლარის ოდენობით;

ორგანიზაციაში დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. კერძოდ, მას არ გააჩნია საეჭვო, უჩვეულო, დაკავშირებული (დანაწევრებული) გარიგებებისა და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენის შესაძლებლობა, ამასთან ტესტირების პროცესში პროგრამამ ვერ შეძლო ყველა სანქცირებული პირის ავტომატური გამოვლენა/ბლოკირება, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 15,000 ლარის ოდენობით;

სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დაფიქსირდა ერთ კლიენტთან მიმართებაში საქმიანობის არსის დაუდგენლობის ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში - სულ 2,000 ლარის ოდენობით;

სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დაფიქსირდა ერთ კლიენტთან მიმართებაში მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 1,000 ლარის ოდენობით;

სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 2,000 ლარის ოდენობით“, - აცხადებენ სებ-ში.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები