საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Apple-ს აქციათა წილი 3,3%-ზე ნარჩუნდება. როგორც სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, თებერვლის ბოლოსთვის იანვრის მსგავსად აქციების პორტფელში ამერიკული სატელეკომუნიკაციო კორპორაციის წილი ისევ 3,3%-ია.
როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სლაიდებიდან ირკვევა, 2025 წლის 28 თებერვლის და 31 იანვრის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Apple-ს წილი 3,3%-ია, მაშინ როდესაც 2024 წლის დეკემბერში 3,5%-ის დონეზე იყო, ხოლო ნოემბრის მაჩვენებელი 3,3%-ს შეადგენდა.
2024 წლის ოქტომბერში საპენსიო სააგენტოს პორტფელში Apple-ს აქციების წილი 3,2%-ის დონეზე იყო, ისევე როგორც სექტემბერში. აგვისტოს მაჩვენებლებით კი 3,0%-ს შეადგენდა.
ივნისში სააგენტოს პორტფელში Apple-ს აქციების წილი 2,9%-ის დონეზე ფიქსირდებოდა.
საგულისხმოა, რომ იანვარში Apple-ს აქციები სააგენტოს პორტფელში შემავალი TOP 10 კომპანიის წილობრივ მაჩვენებლებში, Apple (3,3%) პირველ ადგილზეა, ხოლო შემდეგ მოდის Nvidia (2,8%) და Microsoft-ი (2,7%).
2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.4 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მილიარდ ლარს მიაღწია
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს. 2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 17.5% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 16.0% და 14.4% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. იანვრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 49.9%, დაბალანსებულში 29.4%, ხოლო კონსერვატიულში 16.3% იყო.
უახლესი